რა არის “ფეისკინი” – ტენდენცია აზიიდან

მხიარული ინფო

სანამ გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში ქალთა მუსლიმური სამოსის სხვადასხვა სახეობის აკრძალვაზე მსჯელობენ, ჩინეთში სახის დაფარვის სხვა, ახალი მეთოდი გახდა პოპულარული. აღნიშნულ ინფორმაციას ვებ-გვერდი Stern-ი ავრცელებს.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

ნიღბის ახალ სახეობას Facekini ჰქვია – ეს არის სინთეტიკური ნიღაბი, რომელსაც სანაპიროზე ყოფნისას ან რუჯის მიღებისას იყენებენ. ნიღაბი ძირითადად თვალების, ცხვირისა და პირის ადგილებშია ამოჭრილი. არის მისი სხვა მოდელიც, როდესაც ის ყელსა და მკერდს ნაწილობრივ ფარავს.

ვებ-გვერდის ინფორმაციით, Facekini უკვე რამდენიმე წელია, რაც ჩინეთში გამოიგონეს. მისი მწარმოებლების მტკიცებით, ის A და B ტიპის ულტრაიისფერი მზის სხივების 99,8%-ს ბლოკავს, აგრეთვე იცავს მედუზისგან და სმოგისგან.

გამოცემის ცნობით, მხოლოდ ონლაინ მაღაზია Alibaba-ზე მიმდინარე წლის ივნისში 40 000-ზე მეტი Facekini გაიყიდა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები