Telegraph-ში გავრცელებული ინფორმაცით, ავსტრიის დედაქალაქის მთავრობამ სპეციალური კამპანიის ფარგლებში მეტროს მგზავრებს 14 000 დეოდორანტი უფასოდ დაურიგა.
☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
საჩუქარს თან ახლდა მეტროს რუკა და წარწერა „კიდევ მეტი თავდაჯერებულობა გზაში“.
როგორც ტაბლოიდი Bild-ი წერს, ვენის მეტროს ვაგონების მხოლოდ ნახევარია კონდიცირების სისტემით აღჭურვილი. სექტემბრიდან კი ავსტრიის დედაქალაქის მეტროში არომატული საკვების ჭამა აიკრძალება.