მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ინგლისური კარგად იცოდეთ, არსებობს ალბათობა იმისა, რომ საუბრისას შეცდომები დაუშვათ. ეს ენის სპეციფიკიდან გამომდინარეა, ზოგჯერ სიტყვების ჟღერადობა ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ზოგჯერ კი სხვადასხვა სიტყვას იმდენად ერთნაირი შინაარსი აქვს, რომ რა დროს და რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ის ვერ ვხვდებით.
ნიუ იორკის ერთ-ერთი ჟურნალის რედაქტორმა, ჯონ ჯინჯერიჩმა რამდენიმე გავრცელებული შეცდომა მოაგროვა, რომლებიც მან არა მხოლოდ პირად საუბრებში, არამედ გაზეთებში და პოპულარულ წიგნებში აღმოაჩინა. გთავაზობთ ინგლისურ ენაში ხშირად დაშვებულ შეცდომებს და მათ განმარტებებს.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
Who and Whom (ვინ და ვისაც) – Who (ვინ) – ეს არის სუბიექტური ნაცვალსახელი. გამოიყენება, როდესაც ნაცვალსახელი წინადადებაში არის ქვემდებარე. Whom (ვისაც) – კი არის ობიექტური ნაცვალსახელი. იგი გამოიყენება, როდესაც ნაცვალსახელი წინადადებაში არის ობიექტი.
Which and That (რომელი და ის) – ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. მაგალითად “I don”t trust fruits and vegetables that aren”t organic”. აქ იგულისხმება ყველა არაორგანული ხილი და ბოსტნეული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მე ვენდობი მხოლოდ ორგანულ ხილსა და ბოსტნეულს. “Which” მოიაზრებს წინადადებაში რამდენიმე ვარიანტის არსებობას, რომლებიც შეიძლება არ იყოს აუცილებელი. მაგალითად “I recommend you eat only organic fruits and vegetables, which are available in area grocery stores”. ამ შემთხვევაში თქვენ არ მოგიწევთ წასვლა ორგანული პროდუქტების სპეციალურ მაღაზიაში. Which განსაზღვრავს, ხოლო that ზღუდავს.
Lay and Lie – ეს არის ყველა გრამატიკული შეცდომის მარგალიტი. Lay – გარდამავალი ზმნაა. იგი ითხოვს პირდაპირ საგანს ან პირის რომელიმე ობიექტს, რომელზეც გადავა მისი მოქმედება. ახლანდელი დროა – Lay (მაგალითად, I lay the pencil on the table), ხოლო წარსული – laid (მაგალითად, Yesterday I laid the pencil on the table). Lie – კი არის გარდაუვალი ზმნა. იგი არ საჭიროებს ობიექტს. ახლანდელი დრო – Lie (მაგალითად, The Andes mountains lie between Chile and Argentina), ხოლო წარსული – Lay (მაგალითად, The man lay waiting for an ambulance). ყველაზე გავრცელებული შეცდომა ხდება მაშინ, როდესაც ავტორი იყენებს გარდამავალი ზმნის წარსულ ფორმას Lay (მაგალითად, I laid on the bed), როცა სინამდვილეში გულისხმობს გარდაუვალი ზმნის Lie-ს წარსულ ფორმას (I lay on the bed).
Envy and Jealousy (შური და ეჭვიანობა) – სიტყვა Envy (შური) მოიაზრებს ვიღაცის სწრაფვას წარმატებისაკენ. Jealousy (ეჭვიანობა) კი აღნიშნავს უფრო ნეგატიურ გრძნობას. იგი არის მეტოქეობის შიში, ხშირად არსებობს პირად ურთიერთობაში. Envy – გამოიყენება, როდესაც თქვენ გინდათ გამოიყურებოდეთ ისევე კარგად, როგორც თქვენი მეგობარი, ხოლო Jealousy – არის ის, რასაც განიცდით, როდესაც თქვენი პარტნიორი აღტაცებულია სხვა ადამიანით.
May and Might – May მოიაზრებს შესაძლებლობას, ხოლო Might – განუსაზღვრელობას. “You may get drunk if you have two shots in ten minutes” (თქვენ შეიძლება დათვრეთ, თუ დალევთ ორ ჭიქას ათ წუთში) აღნიშნავს თრობის რეალურ შესაძლებლობას. “You might get a ticket if you operate a tug boat while drunk” (თქვენ შეიძლება დაჯარიმდეთ, თუ მართავთ საბუქსირო გემს არაფხიზელ მდგომარეობაში) – მოიაზრებს იმის ალბათობას, რაც შეიძლება მოხდეს.
Whether and if – მრავალი მწერალი თვლის, რომ ამ ორ სიტყვას ერთნაირი მნიშვნელობა გააჩნია. თუმცა ეს მოსაზრება მცდარია. Whether გამოხატავს მდგომარეობას, როდესაც არსებობს ორი ან მეტი ალტერნატივა. If გამოხატავს სიტუაციას, როდესაც ალტერნატივა არ არსებობს. მაგალითად “I don”t know whether I”ll get drunk tonight” (მე არ ვიცი, დავთვრები თუ არა ამ საღამოს) ან “I can get drunk tonight if I have money for booze” (მე დღეს დავთვრები, თუ მექნება ფული).
Fewer and Less – Less გამოიყენება უთვლად რაოდენობებთან. Few და fewer – არის საგნებისთვის, რომელთა დათვლა შეგიძლიათ. მაგალითად “The firm has fewer than ten employees” (კომპანიაში 10 კაცზე ნაკლები თანამშრომელია) ან “The firm is less successful now that we have only ten employees” (ახლა კომპანია ნაკლებად წარმატებულია, როდესაც გვყავს მხოლოდ 10 თანამშრომელი).
Farther and Further – სიტყვა Farther ნიშნავს გაზომვად დისტანციას. Further გამოიყენება აბსტრაქტული მანძილის აღსანიშნავად, მისი გაზომვა ყოველთვის არ შეგიძლიათ. მაგალითად, “I threw the ball ten feet farther than Bill” (მე ვისროლე ბურთი ათი ნაბიჯით უფრო შორს, ვიდრე ბილმა) ან “The financial crisis caused further implications” (ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია შემდგომი შედეგები).
Since and Because – Since გამოიყენება დროის აღნიშვნისას, ხოლო Because – მიზეზის. მაგალითად, “Since I quit drinking I”ve married and had two children” (მას შემდეგ, რაც სმას თავი დავანებე, მოვიყვანე ცოლი და მყავს ორი შვილი) ან “Because I quit drinking I no longer wake upwith a terrible headache” (ვინაიდან სმას თავი დავანებე, მე აღარ ვიღვიძებ დილაობით საშინელი თავის ტკივილით).
Bring and Take – ამ სიტყვების სწორად გამოყენებისთვის ავტორმა უნდა იცოდეს, საით გადაადგილდება ობიექტი – საგნისკენ, თუ მისგან. თუ მოძრაობა არის საგნისკენ, მაშინ გამოიყენება Bring, ხოლო თუ საგნისგან – Take. მაგალითად, ქმარს შეუძლია თქვას “Take your clothes to the cleaners” (წაიღე ტანსაცმელი ქიმწმენდაში), ხოლო ქიმწმენდის თანამშრომელმა – “Bring your clothes to the cleaners” (მოიტანე ტანსაცმელი ქიმწმენდაში).