სტუდენტებისთვის გამოცდებამდე ერთი დღით ადრე სასწავლო მასალის დამახსოვრება უჩვეულო არ არის. გამოცდების წინ სტრესი და სასწავლო მასალის რაოდენობა წინაპირობაა არაეფექტური მეცადინეობისა, რაც გამოცდის ჩაბარების ხარისხზე აისახება. ხელს უშლის მეცადინეობის ხარისხს. სწორედ ამიტომ გთავაზობთ 10 ხერხს სასწავლო მასალის მარტივად დამახსოვრებისთვის.
☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ილაპარაკე ხმამაღლა, ჩუმად კითხვის ნაცვლად – მყუდრო გარემოში ხმამაღლა კითხვის მეთოდი ამართლებს. თავადაც გაკვირვებული დარჩები, თუ როგორ რეალურად დაგეხმარება ხმამაღლა წაკითხვა, რომელიც 50%-ით გაზრდის დამახსოვრების შანს.
დაიმახსოვრე ასოციაციებით – წაკითხულის დამახსოვრება ასოციაციური კავშირებით, არა მხოლოდ ადვილად დამახსოვრებას უწყობს ხელს, არამედ ავითარებს აზროვნებას და ნასწავლი მასალა დიდხანს გემახსოვრებათ. ე.წ. გონებრივი რუკები იდეების დაკავშირების ყველაზე მარტივი გზაა. მეთოდი ვიზუალურად აკავშირებს მრავალ დეტალს ერთმანეთთან, რაც შემდეგ გამოცდაზე საკითხის გახსენებას ამარტივებს.
რაც ისწავლე, სხვასაც ასწავლეთ – საკუთარი ცოდნის ყველაზე კარგი შემოწმება, სხვისთვის სწავლებაა. თუ პითაგორას თეორემის სწავლის მსურველს ვერავის გამონახავ, შეგიძლია, აუდიტორიად ნივთები, ან სათამაშოები გამოიყენო.
გამოიყენე დიაგრამები – დიაგრამების დახაზვა დაგეხმარებათ იმ ინფორმაციის ადვილად წარმოდგენაში, რისი ახსნაც ძნელია. ამ საშუალებით, თქვენს მეხსიერებაში ჩაიბეჭდება ვიზუალური ინფორმაცია, რომელიც გამოცდაზე უკეთ გაგახსენდებათ.
გააკეთე რეგულარული პაუზები სწავლის დროს – როცა ტვინი ბევრს მუშაობს, აუცილებელია მოკლე, რეგულარული პაუზების აღება, რათა ტვინმა უკეთ დაამუშაოს ინფორმაცია და ამასთან, ფოკუსირებაც უკეთ შეძლოთ. ყოველ 45-50-წუთიანი სამეცადინო პერიოდის შემდეგ, როცა შეატყობ, რომ კონცენტრაცია გიჭირს, აიღე მინი პაუზა და შეისვენე. 1.5-საათიანი გადაბმული მეცადინეობის შემდეგ ახალი ინფორმაციის აღქმა ვეღარ ხდება.
ივარჯიშე, ივარჯიშე, ივარჯიშე – პოტენციური საგამოცდო კითხვების საკუთარი თავისთვის დასმითა და პასუხით, ტვინს ინფორმაციის გადამუშავებას გაუადვილებთ.
ნუ გაათენებ გამოცდის წინა ღამეს – ეცადე, გამოცდის წინა ღამეს კარგად გამოიძინო. ძილის დროს შენი ტვინი ნასწავლი ინფორმაციის ასიმილაციას ახდენს, ამიტომ, სრულყოფილი ძილი რთული მათემატიკური ფორმულების დამახსოვრებაში დაგეხმარება. ადრე ადგომა და საკითხების გადამეორება უფრო ეფექტურია.
ისწავლე ჯგუფთან ერთად – ჯგუფის შემადგენლობაში სწავლისას საკითხს სულ სხვა კუთხიდან შეხედავ. ჯგუფის წევრებთან ცოდნის გაზიარება და იდეების განხილვა მეხსიერების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
მიმართე მედიტაციას – კვლევებმა აჩვენა, რომ მედიტაცია სტუდენტებს ფოკუსირებაში ეხმარება. ერთი მხრივ, იგი დაგეხმარება სწავლაზე კონცენტრაციაში და მეორე მხრივ, მოგიხსნის წინასაგამოცდო სტრესს, როგორც მენტალურს, ასევე ფიზიკურს.
გასეირნება გამოცდის წინ – ვარჯიშს მეხსიერების გაუმჯობესება და ტვინის შესაძლებლობების ზრდა შეუძლია. კვლევამ, რომელიც ილინოისის უნივერსიტეტის დოქტორმა ჩაკ ჰილმანმა ჩაატარა, აჩვენა, რომ 20-წუთიან ვარჯიშს, გამოცდის დაწყების წინ, ჩვენი პროდუქტიულობის ზრდა შეუძლია.