ბევრი ადამიანი ცდილობს სამსახურში უფროსის ყურადღების მიქცევას. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ამ დროს მცირე მიმიკასა და ჟესტს ძალიან მნიშვნელობა აქვს. თქვენმა ქცევამ შესაძლოა დადებითად ან უარყოფითად იმოქმედოს უფროსის განწყობაზე, ამიტომ საჭიროა იცოდეთ როგორ გამოიყენოთ სხეულის ენა მიზნის მისაღწევად.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
მოდუნებული ჯდომა – ასეთი პოზა იწვევს განწყობას, რომ თქვენ არ უდგებით სერიოზულად იმ საქმეს, რასაც აკეთებთ. შესაბამისად ეს თქვენს სიზარმაცზე უსვამს ხაზს. ამიტომ ყოველთვის მობილიზებულად მიდექით საქმეს და დაჯექით სამუშაო მაგიდასთან გამართულად.
საუბრის მანერა – ადამიანთან საუბრისას ეცადეთ ყოველთვის პირისპირ იდგეთ და არ დაკარგოთ კონტაქტი მოსაუბრის მზერასთან. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ეფექტურია თქვენი შეხვედრა, პრეზენტაცია თუ სხვა. მთავარია მოსაუბრემ თქვენი ენერგეტიკა მთელი თქვენი სხეულით იგრძნოს.
სხვა პირის პირადი სივრცეში შეჭრა – არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ახლო ურთიერთობა გაქვს თანამშრომელთან თუ უფროსთან, საუბრისას მისი პირადი სივრცის დარღვევა უტაქტობად და საფრთხის შემცველად აღიქმება. ამიტომ, უმჯობესია მოსაუბრისგან დისტანცია დაიჭიროთ 3-8 ნაბიჯის მოშორებით.
დროის ხშირი შემოწმება – შესაძლოა გეჩქარებოდეთ და შეხვედრაზე გაგვიანდებოდეთ, მაგრამ საათზე ან მობილურში მუდმივი ყურება ცუდი ჟესტია. მოსაუბრე იფიქრებს, რომ ერთი სული გაქვთ მას თავს როდის დააღწევთ, ამიტომ უმჯობესია მოსაუბრეს უთხრათ, რომ სასწრაფო საქმე გაქვთ და მასთან საუბარს მოგვიანებით გააგრძელებთ.
ხელების მოძრაობა – მეცნიერები ამბობენ, რომ საუბრისას თქვენი ხელების მოძრაობა ძალიან მნიშვნელოვანია. საუბრისა და ხელების მოძრაობის თანმიმდევრულობა სანდოობას, ინტერესსა და საუბარში აუდიტორიის აქტიურად ჩართვას განაპირობებს. ხელების ზურგს უკან მოთავსებით კი თქვენ ამოუცნობ პერსონად რჩებით, რომლის ნდობაც არ ისე მარტივია.
გარემოს შესწავლა – სტენფორდის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დგომის სიმაღლე გავლენას ახდენს გარშემომყოფებზე. ამიტომ კედელზე მიყრდნობა შესაძლოა თქვენს დაღლილობასა და სისუსტეზე მიუთითებდეს. ამიტომ ეცადეთ ყოველთვის გამართულად იდგეთ და წარმოსადეგად გამოიყურებოდეთ საქმის დროს, დგომის ასეთი ფორმა თქვენ ძლიერ მხარეს გაუსვამს ხაზს.
გარემოდან გამოყოფა – ახალ სამუშაო ადგილზე ყოველთვის ვგრძნობთ უხერხულობას. მაგრამ ამის გამო თანამშრომლებისგან იზოლირება გამოსავალი არ არის. თუ თქვენ არ მიიღებთ მონაწილეობას გუნდურ შეკრებებში, არ ჩაერთვებით ჯგუფურ სამუშაოებში ან თუნდაც ლანჩს მარტო მიირთმევთ, ისეთ შთაბეჭდილებას დატოვებთ, რომ არ გსურთ ადამიანებთან ურთიერთობა ან არ შეგიძლიათ ეს. ყველაფერი ეს კოლეგებში ცუდ განწყობებს გამოიწვევს, არც უფროსისთვის იქნებით სასურველი თანამშრომელი.
“ლეღვის ფოთლის” პოზა – ეს ჟესტი ძირითადად მამაკაცებს ახასიათებთ. რადგან საუბრისას ხელებს დიდი ყურადღება ექცევა, მათი ამ ფორმით მოთავსება გენიტალიის წინ ცუდ ტონად ითვლება. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ხელებს, ეცადეთ ისინი თავისუფლად გქონდეთ.
თვალების ტრიალი – ეს ჟესტი თქვენს სიუხეშეზე მეტყველებს, რაც არასასიამოვნო შთაბეჭდილებებს გაუჩენს თქვენ გარშემომყოფებს. ამიტომ თავი შეიკავეთ მსგავსი ქმედებისგან.
სამსახურში შეპარვა – კარი სამუშაო გარემოს შექმნას თავადაც უნდა შეუწყოთ ხელი. თქვენი კეთილგანწყობა, ზრდილობა და კულტურა დადებითად აისახება სხვების დამოკიდებულებებზე. ამიტომ არასდროს დაგავიწყდეთ გამარჯობის თქმა და ღიმილი, ნუ შეხვალთ სამსახურში მორიდებულად, შეპარვით.