ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში ყოფილა მძიმე მომენტი – ეს შეიძლება იყოს სერიოზული დაავადება, გარდაცვალება, განშორება ან სხვა რამ. ძნელია მოემზადო ასეთი მომენტებისთვის, მაგრამ კარგია იცოდეთ, რომ ცხოვრების გრძელება რაღაცისთვის/ვიღაცისთვის ყოველთვის ღირს. გთავაზობთ 10 ფილმს, რომლებიც ცხოვრების მძიმე მომენტებში უნდა ნახოთ.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
Still Alice – ელის ჰოულანდი ბედნიერია ქორწინებაში, მას სამი ზრდასრული შვილი ჰყავს. იგი ლინგვისტიკის პროფესორია, ერთხელაც ელისი აღმოაჩენს რომ სიტყვები ავიწყდება.
Unconditional – სამანტა კროუფრდი ცხოვრობს ბედნიერად, რადგან მას ჰყავს საყვარელი მეუღლე. მაგრამ ყველაფერი აზრს კარგავს მაშინ, როდესაც მას სასტიკად მოკლავენ. ის განადგურებულია, გულში რწმენის გარეშე. ერთ დღეს, ის მოულოდნელად შეხვდება თავის ძველ მეგობარ ჯოს, რომელიც გახდება მისი მხარდამჭერი და საყრდენი, რომელსაც კვლავ მოაქვს გრძნობა და სინათლე მისი ცხოვრებაში.
My Sister’s Keeper – ადვოკატს ძალიან უცნაური საქმე შეხვდა – 13 წლის გოგონამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში მშობლების წინააღმდეგ, როდესაც გაიგებს, რომ ხელოვნურად მხოლოდ იმიტომ ჩასახეს, რომ გადაერჩინათ მისი და, რომელსაც ლეიკემია აქვს…
The Fault in Our Stars – ჰეიზელი დაავადებულია სიმსივნით. ის მხარდამჭერთა ჯგუფში დადის, სადაც ავგუსტ უოტერს გაიცნობს და მომენტალურად შეუყვარდება. მალე ისინი სამოგზაუროდ წავლენ, ეს მოვლენა კი მათ ბევრ რამეს დაანახებს.
Soul Kitchen – ზინოს ზაკანზაკისს ჰამბურგის განაპირას პატარა რესტორანი აქვს. მისი მცირერიცხოვანი კლიენტები ზეპირად იცნობენ მენიუს და ზინოსის მომზადებულ კერძებსაც სიამოვნებით მიირთმევენ. ზინოსის ცხოვრება მშვიდად მიედინება, სანამ მას ყველა უბედურება ერთბაშად არ დაატყდება თავს.
Now Is Good – ისტორია უკურნებელი სენით დაავადებულ გოგონაზეა, რომელსაც სურს მაქსიმალურად შეიცნოს ცხოვრება სანამ ცოცხალია.
Lion – ფილმი მოგვითხრობს პატარა, ღარიბი ბიჭუნას ისტორიას, რომელიც მის უფროს ძმას, სადგურში დაეკარეგება. უამრავლი რთულად ეტაპის გადალახვის შემდეგ მას ერთი საოცარი ოჯახი იშვილებს.
The Book Thief – მოქმედება ფაშისტურ გერმანიაში 1939 წლის იანვრის დასაწყისიდან ხდება. მთავარი გმირი 9 წლის გოგონა ლიზელი მემინგერია, რომლის ირგვლივაც ვითარდება სიუჟეტი. ლიზელს ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა… ახალი სახლისკენ მიმავალ გზაზე გოგონას ძმა მის თვალწინ მძიმე დაავადების შედეგად გარდაიცვლება. ბიჭუნას იქვე მდებარე სასაფლაოზე მარხავენ და ზუსტად აქ ლიზელი თავის პირველ წიგნს იპარავს.
Restless – ფილმი ორი მოზარდის ისტორიაზე მოგვითხრობს, რომელთაც აწუხებთ სიკვდილის საკითხი. ბიჭი ცდილობს გოგონა მოიყვანოს ჭკუაზე, მას შემდეგ, რაც მას მშობლები დაეღუპა.
My Life Without Me – ენი 23 წლისაა და მას ორი ქალიშვილი ყავს, უმუშევარი ქმარი, დედა, რომელსაც ყველა სძულს და მამა, რომელიც ბოლო ათი წელი ციხეში გაატარა. ის მუშაობს ღამის დარაჯად უნივერსიტეტში. მის მონოტონური ცხოვრება იცვლება, როდესაც ექიმები მას განუკურნებელ ავადმყოფობაზე აცნობებენ.