5 ყველაზე საჭირო მობილური აპლიკაცია სტუდენტისთვის

საინტერესო ფაქტები

დღეს ტექნოლოგიების წყალობით ცხოვრების გამარტივება შეგვიძლია. გამონაკლისს არც სტუდენტები წარმოადგენენ და არსებული უამრავი აპლიკაცია მათთვის ინფორმაციის მიღების გარდა, გართობის საშუალებაცაა. უამრავი აპლიკაცია არსებობს იმისთვის, რომ სტუდენტებისთვის საჭირო მასალის მოძიება ოპერატიული და ნაყოფიერი იყოს.

გთავაზობთ რამდენიმე ძალიან კარგ აპლიკაციას Android-ისა და Apple iOS-ისათვის, რომლებიც ბევრად გაგიმარტივებთ სწავლის პროცესს.

☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼

1. Maths Alarm Clock – მათემატიკური მაღვიძარა კიდევ ერთი თვითკონტროლის საშუალებაა. ამჯერად, ძილისა და სიზმრების. თუ ის სტუდენტი ხართ, რომელიც გამუდმებით იტანჯება მაღვიძარას დროის მუდმივი გადადებით ყოველ დილით, ეს აპლიკაცია სწორედ თქვენთვისაა. ალარმის გამოსართავად მარტივი მათემატიკური ამოცანის ამოხსნა დაგჭირდებათ. ეს კი თქვენს ტვინს აიძულებს, უფრო სწრაფად დაიწყოს აზროვნება და გამოფხიზლდეს.

2. The Oxford Dictionary – თუ ლექტორი ისეთ ინგლისურ სიტყვას ახსენებს, რომელიც მისი აზრით ნამდვილად უნდა იცოდეთ, თქვენ კი არ იცით, ხომ არ შერცხვებით მის წინაშე? სწორედ აქ დაგეხმარებათ ეს ლექსიკონი. რა საგნის ტერმინოლოგიაც არ უნდა იყოს, თუ ამ ლექსიკონში სიტყვას ვერ იპოვით, დარწმუნებული იყავით, რომ ლექტორმა იგი თავად შეთხზა.

3. Babylon – კარგი აპლიკაციის პოვნა ახალი ენის შესასწავლად არც ისე ადვილია. ეს კი ნამდვილად კარგი კანდიდატურაა ამისათვის. Babylon 75-ზე მეტი ენის შესანიშნავი ონლაინ-თარჯიმანია.

4. Angry words – ეს აპლიკაცია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ეს არის სკრაბლის მსგავსი თამაში, რომელიც გართობასთან ერთად, გონებასაც კარგად გაგივარჯიშებთ. ეს მშვენიერი გზაა დროის მოსაკლავად, როცა ავტობუსს ელოდებით. (ან, გამოცდის დროს ჩანიშნული სიტყვების შესამოწმებლად J)

5. ExamTime – ეს საშუალებას გაძლევთ, შექმნათ გონიერი რუკები, ფლეშ-მეხსიერებები, ონლაინ-ნოუთები, ქუიზები. ყველა ეს ონლაინ ინსტრუმენტი შექმნილია სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად. აქ, ასევე, შეიძლება სასწავლო ჯგუფების, პირადი ჩატების, ონლაინ კალენდრის და სასწავლი მასალის დაგეგმარების შედგენა. იგი ოპტიმიზირებულია ყველა ტიპის სენსორული ტელეფონისა თუ მობილური მოწყობილობისათვის და გამოსაყენებლად მარტივი და სწრაფია.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები