შეცდომები, რომლებსაც სტაჟიორები უშვებენ – 10 რჩევა
სტუდენტების ნაწილს სასწავლო პროცესთან ერთად სამუშაო გამოცდილების მიღება სურს, ზოგისთვის კი სამსახური გამოცდილების გარდა საჭირო თანხის დაგროვების საშუალებაცაა. დამსაქმებელთა უმრავლესობა სამსახურში აყვანის წინაპირობად გამოსაცდელ ვადა აქვს დაწესებული. ეს პერიოდი თქვენი უნარ-ჩვევების წარმოჩენის შესაძლებლობას გაძლევთ, თუმცა დასაქმების გარანტიები არ არსებობს, ამიტომ უნდა იცოდეთ რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ, რათა კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ დამსაქმებელზე.
☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
დასვით შეკითხვები და გადაიხადეთ მადლობა – სტაჟირების დაწყების წინ შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი გაიგოთ ორგანიზაციის შესახებ, ამისათვის არ მოგერიდოთ კითხვების დასმა. სტაჟირების დამთავრების შემდეგ კი განაახლეთ რეზიუმე და გქონდეთ კავშირი თანამშრომლებთან.
ნუ იწუწუნებთ მოწყენილობაზე – უმეტეს შემთხვევაში სტაჟირება ელემენტარული, ზოგჯერ მოსაწყენი დავალებებით იწყება, თუმცა დროთა განმავლობაში ისინი გართულდება.
რჩევებისა და ინსტრუქციების იგნორირება – იმ შემთხვევაშიც კი, თუ თვლით, რომ ხელმძღვანელი ან თანამშრომელი შეცდა, პატივი ეცით კოლეგების აზრს, რადგან მათ მეტი გამოცდილება აქვთ. შეეცადეთ, თქვენი აზრი დიპლომატიურად გამოხატოთ.
ნუ იუსაქმურებთ – ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც სტაჟიორები უშვებენ, სწორედ უსაქმურობაა. გამოიჩინეთ ინიციატივა, რათა მიიღოთ მაქსიმალური შედეგები.
ნუ შეგეშინდებათ კრიტიკის – კონსტრუქციული კრიტიკა სწავლების შემადგენელი ნაწილია, ყველა არ იქნება თავაზიანი თქვენ მიმართ. მიიღეთ კრიტიკა და ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე.
არ დაიგვიანოთ – დაგვიანება საკმაოდ ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს თქვენზე. ამასთან, ადვილი შესამჩნევია, როცა სტაჟიორი იგვიანებს და ეს არავის მოეწონება.
ჩაიცვით შესაბამისად – სტაჟიორებს უნდა ეცვათ შესაბამისად, განსაკუთრებით მაშინ, თუ შეხვედრა აქვთ კლიენტთან ან ხელმძღვანელობასთან.
იკითხეთ დასაზუსტებლად – თუკი დავალების მოთხოვნები გაურკვეველია თქვენთვის, მიმართეთ დამატებითი დაზუსტებებისთვის. დავალების მიღებისას დარწმუნდით, რომ ყველაფერი გასაგებია.
ნუ გამოიყენებთ ხშირად მობილურ ტელეფონს – ნუ გამოიყენებთ მობილურ ტელეფონს პირადი საუბრებისთვის, შეტყობინებებისთვის, ინტერნეტისთვის. გამოიყენეთ მხოლოდ სამსახურეობრივი საჭიროებებისთვის.
ნუ დატოვებთ დაუმთავრებელ საქმეს – დაუმთავრებელი სამუშაო მეტყველებს თქვენს არასაკმარის შრომისუნარიანობაზე. ყოველთვის მიიყვანეთ დაწყებული საქმე ბოლომდე, რათა დაამტკიცოთ საწინააღმდეგო.