ხშირად ჩვენდა უნებურად ტვინი იღებს ისეთ ინმფორმაციას, რომლის დავიწყებაც თითქმის შეუძლებელია. შესაძლოა ეს ინფორმაცია ყოველთვის არ გახსოვდეთ, თუმცა ტვინი/გონება მას სადღაც ინახავს და საჭიროების შემთხვევაში ამოგიტივტივდებათ. ასეთი ინფორმაცია ხშირად უცნაურ ფაქტებსა და მოვლენებს ეხებათ, მაგ.: რა წონა აქვს ღრუბელს, კონკრეტულ თვეში 30 დღეა თუ 31 – როგორ ხდება ამის მარტივად გამოთვლა, რომელი პიცა უფრო დიდია 43 სანტიმეტრიანი თუ ორი 30სმ-იანი.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
გთავაზობთ 10 საჭირო და გასაოცარ ფაქტს, რომლებიც არასდროს დაგავიწყდებათ:
1. თქვენს სიცოცხლეში შეხვდებით დაახლოებით 16 მკვლელს, თუმცა ამის შესახებ არაფერი გეცოდინებათ.
2. კონკრეტულ თვეში 30 დღეა თუ 31 – როგორ ხდება ამის მარტივად გამოთვლა? – მუშტზე განლაგებული ძვლოვანი დაბოლოებებსა და მათ შორის არსებული ღრმულებს მიანიჭეთ ყოველი თვის სახელწოდება. დაიწყეთ იანვრის თვიდან, ახალი წელი ხომ ამ თვის პირველი რიცხვიდან იწყება. ყოველი ამოწეული ძვალი შეესაბამება ისეთ თვეს, რომელიც 31-ითაა, ჩაღრმავებული ადგილები კი 30-დღიანი თვეების შესატყვისია (ასევე თებერვალიც). სცადეთ და მიხვდებით.
3. პატარა ღრუბლის წონა საშუალოდ 500 ტონაა (რაც 100 სპილოს წონაა, უკეთ რომ წარმოიდგინოთ)
4. ადამიანის ნერწყვი შეიცავს ბუნებრივ ტკივილგამაყუჩებელს, რომელსაც უწოდებენ ოპიორიფინს, რომელსაც ანტიდეპრესანტული თვისებებიც გააჩნია. გარდა ამისა, ჰისტატინ-1, რომელიც ადამიანის ნერწყვში არსებული ანტიმიკრობული პეპტიდია, ჭრილობის შეხორცებას აჩქარებს.
5. არსებობს ფერები, რმლების ერთდროულად წარმოდგენა არ შეგვიძლია, მაგ.: ყვითელი და ლურჯი, მათი ერთად წარმოდგენა თვალისა და გონებისთვის რთულია, ამ შემთხვევაში თქვენ, დიდი ალბათობით, მწვანეზე იფიქრებთ, რომელიც ამ ორი ფერის ნაზავია.
6. 60 წლის ასაკიდან თქვენი გემოვნების რეცეპტორები დაქვეითებას დაიწყებს. რთული გახდება გემოვნებით ტკბილი, მწარე, მჟავე და მლაშე პროდუქტების გარჩევა.
7. თქვენ არ შეგიძლიათ იგრძნოთ რაიმე სუნი, როცა გძინავთ.
8. ყოველდღე ჩვენი გული გამოიმუშავებს იმდენ ენერგიას რომელიც 9 მილზე სატვირთოს გადაადგილებას, ხოლო ტვინი გამოყოფს იმდენ ენერგიას რომ გაანათოს 10-ვატიანი ნათურა.
9. ბევრ ადამიანს არ გაჩენია იდეა, რომ შუქნიშანი სინამდვილეში იმაზე უფრო დიდია ვიდრე ეს ჩანს.
10. შენი ასაკი მეტი არაფერია თუ არა იმ წრეების რაოდენობა, რაც მზის გარშემო შემოვლაში დაგჭირდა.