10 წიგნი, რომელთა დახმარებითაც საჭირო უნარ-ჩვევებს ერთ თვეში შეიძენთ

საინტერესო ფაქტები

“სწავლა სიბერემდეო” – ნათქვამია. მუდმივი სწავლების რეჟიმში ყოფნა ზოგჯერ თანამედროვე სამყაროსთვის ფეხის აწყობიზ მიზნით ხდება, ტექნოლოგიური მიღწევებს რომ არ ჩამოვრჩეთ, ზეგჯერ კი, უბრალოდ, სურვილი გვამოძრავებს. თუმცა ორივე შემთხვევაში მიზანი ახლის შეძენა და საკუთარი თავისა თუ შესაძლებლობების განვითარებაა. ამ ყველაფრის მიღწევა კი რაც უფრო მალე მოხდება მით უკეთესია. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ 10 წიგნს, რომელთა დახმარებითაც საჭირო უნარ-ჩვევებს ერთ თვეში შეიძენთ.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

გააკეთე მნიშვნელოვანი ბიზნესგეგმა – ორივე წიგნი დაგეხმარებათ ახალი იდეების გაჩენასა და მათი განხორცილების გზების პოვნაში. ეს წიგნები მათთვისაა, ვისაც სურს ახალი ბიზნესის დაწყება ან უბრალოდ მენეჯერია და სჭირდება კარგი გეგმა საქმის მართვისთვის.

1. Successful Business Planning in 30 Days

2. Successful Business Plan: Secrets & Strategies

აღმოაჩინე სიცრუე – ორივე წიგნის მთავარი მიზანია დაგეხმაროთ ტყულის შემჩნევაში. ფსიქოლოგი გასწავლლით ისეთი დეტალების ამოცნობას, რომლებსაც სხვები ვერ ამჩნევენ და რომელთა დახმარებით თქვენ ბევრი რამის გამარტივებას შეძლებთ. ჟესტების ენის ცოდნა კი ნამდვილად დაგეხმარებათ ქმედებებით მიხვდეთ რა არის სწორი და რა არა.

3. The Body Language of Liars

4. Telling Lies

შეისწავლე უცხო ენა – წიგნის ავტორები არიან შემეცნებითი მეცნიერები. ისინი თავიანთ სამეცნიერო გამოცდილებაზე დაყრდნობით გასწავლიან როგორ უნდა აითვისოთ უცხო ენა და განავითაროთ საკუთარი უნარები. ასევე გასწავლიან როგორ არ უნდა იქცეთ ენის ზომბებად მხოლოდ დაზეპირებული ფრაზებით.

5. Becoming Fluent: How Cognitive Science Can Help Adults Learn a Foreign Language

განავითარეთ ლოგიკური და კრეატიული აზროვნება  – ადამიანები არ იბადებიან კრეატიულობის თანდაყოლილი ნიჭით. ავტორებმა თავი მოუყარეს იმ სტრატეგიებსა, რომლებიც კრეატიული აზროვნების განვითარებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, წიგნებში მოცემულია ტექნიკები და დავალებები, რომლებიც შემოქმედებით აზროვნებას სხვა კუთხითაც განგივითარებთ.

6. A Mind for Numbers: How to Excel at Math and Science

7. Thinkertoys: A Handbook of Creative-Thinking Techniques

საჭმლის მომზადების ხელოვნება – ეს არის წიგნები, რომლებიც დროისა და ფულის დაზოგვასთან ერთად, თქვენი ნერვების მოფრთხილებაშიც დაგეხმარებათ. ცნობილი მზარეულები რამდენიმე ტექნოლოგიითა და ბევრი რეცეპტით გასწავლიან როგორ მოამზადოთ სწრაფად და მარტივად.

8. Gordon Ramsay Makes It Easy

9. Jamie’s Ministry of Food: Anyone Can Learn to Cook in 24 Hours

მართეთ თქვენი დრო სწორად – წარმოიდგინეთ რომ მხოლოდ 24 საათი გაქვთ, ბევრი ვერ მოასწრებს ამ დრის სრულყოფილად და ნაყოფიერად გამოყენებას. მიჰყევით ავტორის რეკომენდაციებს და ნახავთ, რომ თქვენ იმაზე მეტი დრო გაქვთ ვიდრე გგონიათ.

10. 168 Hours: You Have More Time Than You Think

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები