გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით, Forbes-ის ქართულმა გამოცემამ შეადგინა იმ ფაკულტეტების ჩამონათვალი, სადაც სწავლის საფასური ყველაზე ძვირია.
Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო სასწავლებლების უმრავლესობაში ფიქსირებული გადასახადია და ის წელიწადში 2250 ლარს შეადგენს, თუმცა განსხვავებული ვითარებაა კერძო სასწავლებლების შემთხვევაში. კერძო უნივერსიტეტების ნაწილში წლიური გადასახადი ზოგიერთ ფაკულტეტზე 10 000 ლარს სცდება.
☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
საბაკალავრო პროგრამებზე ყველაზე ძვირადღირებული ფაკულტეტების ჩამონათვალი 2018 სასწავლო წლისთვის ასე გამოიყურება:
1. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა: ელექტრული ინჟინერია
კვალიფიკაცია: მეცნიერებათა ბაკალავრი ელექტრულ ინჟინერიაში – წლიური გადასახადი – 19 067 ლარი
2. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა: კომპიუტერული ინჟინერია
კვალიფიკაცია: მეცნიერებათა ბაკალავრი კომპიუტერულ ინჟინერიაში – წლიური გადასახადი: 19 067 ლარი
3. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა: კომპიუტერული მეცნიერება
კვალიფიკაცია: მეცნიერებათა ბაკალავრი კომპიუტერულ მეცნიერებაში – წლიური გადასახადი: 19 067 ლარი
4. შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი: საფრენოსნო მომზადების ფაკულტეტი
კვალიფიკაცია: ინჟინერიის ბაკალავრი საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციაში – წლიური გადასახადი: 11 500 ლარი
5. შპს “ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი”: დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა
კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსი – წლიური გადასახადი: 10 000 ლარი
6. შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი: დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამა
კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსი – წლიური გადასახადი: 10 000 ლარი
7. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი: დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა
კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსი – წლიური გადასახადი: 8000 ლარი
8. შ.პ.ს. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი: დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამა
კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი – წლიური გადასახადი: 8000 ლარი
9. შპს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი: ბიზნესის ადმინისტრირება
კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი – წლიური გადასახადი: 7950 ლარი
10. შპს თავისუფალი უნივერსიტეტი: არქიტექტურა
კვალიფიკაცია: არქიტექტურის ბაკალავრი – წლიური გადასახადი: 7950 ლარი
11. შპს კავკასიის უნივერსიტეტი: ბიზნესის ადმინისტრირება (სწავლა ხორციელდება ქართულ ენაზე ინგლისური კომპონენტით)
კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი (ფინანსებში/მარკეტინგში/მენეჯმენტში/საბუღალტრო აღრიცხვაში) – წლიური გადასახადი: 7500 ლარი
12. შპს კავკასიის უნივერსიტეტი: ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა – საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის პროგრამა
კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი – წლიური გადასახადი: 7500 ლარი
რაც შეეხება სამაგისტრო საფეხურებს, მიმდინარე წელს ყველაზე ძვირადღირებული შემდეგი პროგრამებია:
1. შპს – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი: საჯარო მმართველობა და პოლიტიკა (ქართულ-გერმანული ერთობლივი)
კვალიფიკაცია: საჯარო მმართველობის მაგისტრი – საფასური: 25 185 ლარი
2. შპს – კავკასიის უნივერსიტეტი: ბიზნესის მართვის ორმაგი პროგრამა (ბიზნეს-კვლევა, გლობალური მენეჯმენტი, მენეჯმენტ-კონსალტინგი)
კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი – საფასური: 20 000 ლარი
3. შპს – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი: მასობრივი კომუნიკაცია და საზოგადოებასთნ ურთიერთობა
კვალიფიკაცია: სოციალური მეცნიერებების მაგისტრი – საფასური: 10 750 ლარი
4. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი: ბიზნესის ადმინისტრირება
კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი – საფასური: 10 055 ლარი
5. შპს – კავკასიის უნივერსიტეტი: ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (ფინანსები, მენეჯმენტი, მარკეტინგი)
კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი – საფასური: 7350 ლარი
6. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი: ბიზნესის ადმინისტრირება
კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი – საფასური: 7500 ლარი
7. შპს საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი: ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში
კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ფინანსებში – საფასური: 7500 ლარი
8. თსუ: გამოყენებითი ბიომეცნიერებები (ინგლისურენოვანი)
კვალიფიკაცია: გამოყენებითი ბიომეცნიერებების მაგისტრი ბიოტექნოლოგიებში – საფასური: 7405 ლარი