10 ფსიქოლოგიური რჩევა, რომლებშიც სპეციალისტი ფულს მოითხოვდა

საინტერესო ფაქტები

ფსიქოლოგია ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა, ფსიქოლოგი კი ერთ-ერთი საჭირო ადამიანი ჩვენთვის. ბევრ ქვეყანაში ეს პროფესია მაღალანაზღაურბადია, შესაბამისად, ფსიქოლოგებისგან უფასო რჩევების მიღება ადვილი საქმე არ არის. არსებობს მათი შეფასებები და რჩევები, რომლებიც ყველა ადამიანს გამოადგება, თუმცა არსებობს სიტუაციები, როცა კლიენტს განსხვავებული მიდგომა სჭირდება. ამ შემთხვევაში გთავაზობთ 10 ფსიქოლოგიურ რჩევას, რომლებშიც ფსიქოლოგი ფულს მოითხოვდა.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

თქვენი პრობლემების უმრავლესობა ბავშვობიდან მოდის. შეხედეთ მშობლებს – როგორია მათი ქცევა, მიზნები და დამოკიდებულებები. ხშირად ეს ყოველივე თქვენგან დამოუკიდებლად ახდენს გავლენას თქვენს ფსიქოლოგიაზე.

დანარჩენი პრიბლემები თვქენი თავიდან მოდის. ადამიანებთან ურთიერთობისას სხვების ქმედებებზე ვერ ისაუბრებთ, მათი ქცევის მიზეზებს ვერ დაადგენთ. თქვენ ხომ არ იცით მასზე რამ იქონია გავლენა, როგორ იზრდებოდა ან რა საზოგადოებასთან უწევდა ურთიერთობა. მხოლოდ საკუთარ თავზე შეგიძლიათ ისაუბროთ, რადგან მას ისე არავინ იცნობს როგორც თქვენ.

გაქცევა კომფორტის ზონიდან – იმისთვის რომ აღმოაჩინოთ საკუთარი თავი და შესაძლებლობები, დატოვეთ კომფორტის ზონა. იპოვეთ თქვენი გატაცება და მიჰყევით მას.

ყოველდღე გადადგით წინ ერთი ნაბიჯი – ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ქცევა 20 დღეში ჩვევად ყალიბდება, შემდეგ 20 დღეში კი თქვენს ნაწილად, თქვენს შესისხლხორცებულ აზრად იქცევა. მაგ.: თუ თქვენს საყვარელ ადამიანს ჩამოაწერინებთ მის საუკეთესო თვისებებს და თქვენ მას ყოველდღე მადლობას გადაუხდით ამ თვისებებისთვის, აღმოაჩენთ რომ ის იმაზე კარგია ვიდრე გგონიათ.

მიეცი სიტუაციას გასაქანი – როდესაც აპირებთ რამის შეცვლას ნუ გააკეთებთ ამას შემოვლითი გზით. ცვლილება სკუთარი თავიდან დაიწყეთ და არა სხვებიდან. შეგიძლიათ შეიცვალოთ საკუთარი თავი, იამაყოთ საკუთარი ძალებით, მართოთ სიტუაცია და დაელოდოთ შედეგს, ან იძულებით ცადოთ სხვების შეცვლა და იცხოვროთ არაჰარმონიულ, არასტაბილურ გარემოში.

ნუ აწამებთ საკუთარ თავს, იყავით საკუთარი თავის მეგობარი, მხოლოდ კარგი გემეტებოდეთ მისთვის. თქვენ მზად უნდა იყოთ მარცხისთვის და უნდა ფიქრობდეთ არა იმაზე რომ ვერ შეძელით, არამედ იმაზე რა უნდა გაგეკეთებინათ ან რა უნდა გააკეთოთ.

მეტად იზრუნეთ საკუთარ თავზე და ნაკლებად იფიქრეთ სხვების აზრებსა და ქცევებზე. 

გაავლე საზღვარი და არავის მისცეთ ნება გადმოკვეთოს ის! ყველა ცდილობს ყურადღების ცენტრში ყოფნას, ადგილის დამკვიდრებას და გავლენის შეძენას. თუ თქვენ გექნებათ მტკიცე წესები, ღირებულებები და პრინციპები და არ დაარღვევთ ან დაარღვევინებთ მათ სხვებს, მხოლოდ მაშინ დაიმსახურებთ სხვების პატივისცემას.

იფიქრეთ იმ გამოცდილებაზე, რომელმაც სარგებელი მოგიტანთ. ყოველი სიტუაცია ახალი გამოცდილებაა და, შესაბამისად, აქციეთ ის სარგებლად. გაიაზრეთ და იფიქრეთ იმაზე რომ ეს გამოცდილება მომავალში იმავე სიტუაციის დროს გამოგადგებათ.

ბევრი ისაუბრეთ საკუთარ გრძნობებზე და ნუ შეაფასებთ სხვებს. სხვებსაც მიეცით საშუალება ისაუბრონ საკუთარ თავზე, ღირსებასა და შესაძლებლობებზე. ეს ერთგვარი განტვირთვაა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები