რა უნდა იცოდეთ იმისთვის, რომ წარმატებით დასაქმდეთ

საინტერესო ფაქტები

საქართველოს შრომის ბაზარი არაა განებივრებილი A Class ორგანიზაციებით და კომპანიებით. თუ ზუსტად იცით, სად გსურთ სამსახურის დაწყება, მიმართეთ ყველა მეთოდს მიზნის მისაღწევად და ადრე თუ გვიან მაინც დასაქმდებით აღნიშნულ ორგანიზაციაში ან მიიღებთ საჭირო გამოცდილებას, რაც სამომავლოდ ბევრად გაგიადვილებთ სხვა სამსახურის პოვნას. გათვალისწინეთ ქვემოთ მოცემული რჩევები, იმისათვის, რომ თქვენი მცედლობების უმეტესობა იყოს წარმატებული:

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ორგანიზაციის კვლევა – აუცილებლად მოიძიეთ დეტალური ინფორმაცია იმ ორგანიზაციის შესახებ, სადაც გსურთ სამსახურის დაწყება. XXI საუკუნეში თითქმის ყველა ორგანიზაციას აქვს ოფიციალური ვებგვერდი (მათ შორის სოციალურ ქსელებში Facebook, LinkedIn, Google +). საძიებო სისტემების მეშვეობით (Google) ადვილად იპოვით ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციას. გაეცანით მის ისტორიას, ხელმძღვანელობას, სტრუქტურას, მისიას/მიზნებს, წარმატების ისტორიას და უახლეს ამბებს (News). კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაცია კარგად გააანალიზეთ იმიტომ, რომ შესაძლოა აღნიშნული ორგანიზაციის კორპორატიული სტილი არ იყოს თქვენთვის მისაღები. იმ შემთვევაში, თუ მიღებულმა ინფორმაციამ გაზარდა თქვენი სურვილი გახდეთ ორგანიზაციის რიგითი წევრი, შეეცადეთ დაიმახსოვროთ მისი ისტორია (მნიშვნელოვანი/გარდამტეხი თარიღები და მოვლენები), მისია/მიზნები და უახლესი ამბები. თუ ორგანიზაციის შესახებ ინტერნეტ სივრცეში არის მწირი ინფორმაცია, ალტერნატივის სახით შეგიძლიათ მიმართოთ სახელმწიფო მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრს, სადაც მარტივი საძიებო სისტემის მეშვეობით მიიღებთ ინფორმაციას ორგანიზაციის დამფუძნებლების, დირექტორის ან/და სხვადასხვა ცვლილებების შესახებ.

შიდა შპიონაჟი – აუცულებლად შეეცადეთ, რომ მიიღოთ ინფორმაცია ორგანიზაციის წევრისგან. საქართველო პატარა ქვეყანაა და თქვენს სანაცნობო წრეში აუცულებლად აღმოჩნდება ადამიანი ვისაც პირდაპირი ან ირიბი კავშირი აქვს თქვნთვის სასურველ ორგანიზაციასთან. მას შემდეგ, რაც შიდა კონტაქტი დამყარებულია, თქვენს ინფორმატორს თხოვეთ, რომ გიამბოთ ორგანიზაციული კულტურის, სახელფასო-საბონუსე სისტემის, ორგანიზაციის სამომავლო გეგმების, გადაწყვეტილების მიმღები პირების და ა.შ. შესახებ დამატებითი დეტალები. ინფორმატორს ასვე შეუძლია შეაფასოს თქვენი პოტენციური შანსები და მიგითითოთ თქვენს ძლიერ და სუსტ მხარეებზე.

გასაუბრებაზე ქცევის წესები და წარმატებული თვითპრეზენტაცია – იმ შემთვევაში, თუ წარმატებით გადალახავთ შერჩევის საწყის ეტაპებს (რეზუმეების პირველადი ფილტრაცია, ტეტსირება/ტესტირებები) აუცულებლად მოემზადეთ გასაუბრებისთვის, რათა თავიდან აიცილოთ ფართოდგავრცელებული შეცდომები. გასაუბრებაზე გადამწყვეტია თქვნი პრეზენტაბელურობა, თუ რამდენად კარგად შეგიძლიათ წარმოაჩინოთ თქვენი ძლიერი მხარეები და კარგად დამალოთ/შენიღბოთ სისუსტეები. შეეცადეთ, მოიპოვოთ შესარჩევი კომისიის წევრების ან ინტერვიუერის კეთილგანწყობა. გაიღიმეთ ზომიერად, მოდუნდით, მაგრამ ნუ დაკარგავთ კონცენტრაციას და თვითკონტროლს.

რთულ ან უცნაურ კითხვეზე სწორი პასუხის გაცემა – თანამედროვე მსოფლიო ტრენდია უცნაური და არაორდინალური კითხვების დასმა პოტენციური კანდიდატებისათვის. ნუ გაგიკვირდებათ და მოემზადეთ შემდეგი კითხვებისათვის:

რა ცხოველი იქნებოდით/რომელ ცხოველთან ახდენთ საკუთარი თავის ასოცირებას? – მოერიდეთ უსუსური, უმწეო ან/და კლიშე (მგელი, ლომი) ცხოველებთან საკუთარი თავის ასოცირებას. ეცადეთ იყოთ კორექტული, ორიგინალური და დაასაბუთოთ თქვენი პასუხი ან იუმორით განმუხტოთ სიტუაცია;

რატომ არის ტენისის ბურთი ღია სალათისფერი ან ყვითელი? – ნუ შეეცდებით, რომ ამას ლოგიკური ახსნა მოუძებნოთ მოიშველიეთ იუმორი და კრეატიუილობა.

რა გიქმნით მოტივაციას, რომ დილით ადრე გაიღვიძოთ და სამსახურში წასასვლელად მოემზადოთ? – ნუ გამოიჩენთ „ურა პტარიოტიზმს“ და იყავით გულწრფელი. ხაზი გაუსვით თქვენს რეალურ მატერიალურ/არამატერიალურ მოტივატორებს.

რას გააკეთებდით ორგანიზაციის ხელმძღვანელი/დირექტორი, რომ იყოთ? – მოიყვანეთ ერთი-ორი ზოგადი სტრატეგიული გადაწყვეტილების შესახებ მაგალითი და ამასთან აღნიშნეთ, რომ დამატებით დეტალებს თქვენი დასაქმების შემთვევაში გაამხელთ. დატოვეთ ცოტაოდენი ინტრიგა იმ შემთვევაშიც კი, თუ ბევრი სათქმელი მაინც არ გქონდათ.

სხვა უცნაურ და არატრანდარტულ კითხვებთან ერთად შეეცადეთ დინჯად და სრულყოფილად გასცეთ სხვა ტრადიციულ კითხვებს პასუხები. გასაუბრების ბოლოს დაინტერესდით, თუ როდის იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება თქვენს კანდიდატურასთან დაკავშირებით და როგორი ფორმით შეგატყობინებენ ამას. გასაუბრების ბოლოს აუღელვებლად და დაბნეულობის გარეშე დატოვეთ გასაუბრების ჩატარების ადგილი.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის სასურველ ორგანიზაციაში არ არის აქტიური ვაკანსიები ან ეს ინფორმაცია არ საჯაროვდება, მაინც სცადეთ ორგანიზაციასთან (ადამიანური რესურსების მართვის სამსახურთან ან ადმინისტრაციასთან) დაკავშირება ელ-ფოსტის მეშვეობით ან შეავსეთ ონლაინ განაცხადი. შეეცედეთ რეზიუმესთან ერთად ორგანიზაციას დაუსაბუთოთ თქვენი მოტივაცია სამოტივაციო წერილში. ყოველთვის განაახლეთ სამოტივაციო წერილი და ნუ გამოიყენებთ ძველ შაბლონებს, რადგან არსებობს დიდი შანსი, რომ სამოტივაციო წერილში ჩაგრჩეთ სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებული ინფორმაცია.

გახსოვდეთ, რომ თქვენვე ქმნით თქვენს მომავალს და წარუმატებელ მცდელობებს ყოველთვის მოჰყვება წარმატება, თუ სწორად გაანაზებთ დაშვებულ შეცდომებს.

“ცდა ბედის მონახევრეა”

წყარო: work.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები