7 რამ, რასაც ყოველდღიურად არასწორად ვაკეთებთ

საინტერესო ფაქტები

ბევრი რამ არის ცხოვრებაში, რასაც ჩვენი დროის იმაზე დიდ ნაწილს ვახარჯავთ, ვიდრე ეს რეალურად უნდა ხდებოდეს. დროის კარგვასთან ერთად ამ ყველაფერს ჩვენი ნერვებიც “ეწირება”. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში არსებობს გზები, რათა თავიდან ავიცილოთ ყოველდღიური რთული მომენტები და არასწორი ქმედებები. გთავაზობთ 7 გზას, რთული მომენტების გასამარტივებლად.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

იმისთვის რომ ნიორის გაფრცქვნაში დრო არ დაკარგოთ, მოათავსეთ ის ქილაში, დაახურეთ თავი და რამდენიმეჯერ დაიქნიეთ. რამდენიმე მოძრაობაში ნიორს კანგაცლილს ამოიღებთ ქილიდან.

“გიფში” ასახული მოძრაობით მაისურს მარტივად და დაკუჭვის გარეშე დაკეცავთ.

სადენების ამგვარი ფორმით შეერთება უფრო მოსახერხებელია.

ნებისმიერი სასმელი უფრო სწრაფად ცივდება თუ ქილას სველ ქაღალდს შემოაკრავთ და მაცივარში ისე მოათავსებთ.

ფეხსაცმლის თასმებს ამ მეთოდით რამდენიმე წამში შეიკრავთ.

საწრუპავი მილის გამოყენება უფრო მოსახერხებელია ვიდრე პირდაპირ ქილიდან სმა.

ლაქის წასმა უნდა დაიწყოთ ფრჩხილის ცენტრალური ნაწილიდან, ასეთ შემთხვევაში სწორ და სრულ დაფარვას მიიღებთ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები