რას იცვამენ სტუდენტები საქართველოში, სად ყიდულობენ ტანისამოსს და როგორ სტილს ანიჭებენ უპირატესობას? – “სტუდენტური ამბები” ცდილობს გაიგოს, როგორ მიჰყვებიან ქართველი სტუდენტები მოდის ტენდენციებს.
ამჯერად, ჩვენი ჟურნალისტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა და საინტერესო ფოტორეპორტაჟი მოგვიმზადა:
☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
❥ მარიამ ირემაძე – “უპირატესობას კლასიკურ სტილს ვანიჭებ, ვიდრე სპორტულს. უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს ამ სტილში. ვყიდულობ ყველაგან, სადაც მომეწონება. შეიძლება ბაზრობაზეც ვიყიდო, თუმცა არ მიყვარს, რადგან გამყიდველები ხშირად მაძალებენ და თავს უხერხულად ვგრძნობ. ხშირად მიგზავნიან კიდეც, გამოწერით არაოსდეს შემიძენია.”
❥ დაკო კვანტალიანი – “კლასიკურ სტილს ვირჩევ. ტანსაცმელს ვყიდულობ ძირითადად, იტალიაში. მშობლებთან როდესაც ჩავდივარ ზაფხულობით, მთელი წლის მარაგს ვიძენ. ”
❥ ნინო ხუციძე – “კლასიკურ სტილს ვირჩევ, ცოტა თავისუფალს. ტანსაცმელს ძირითადად მიგზავნიან უცხოეთიდან, თუმცა ონლაინ გამოწერითაც ვიძენ და ქუთაისშიც ვყიდულობ.”
❥ ცივერი ჭანტურია – “უფრო თავისუფალ, სპორტულ სტილს ვირჩევ. კომფორტულია ჩემთვის. ტანსაცმელს ონლაინ საიტებიდან ვიწერ. ვაკვირდები იმათ კომენტარებს, ვინც უკვე შეიძინა და იმის მიხედვით ვარჩევ.”
❥ ერეკლე ძნელაძე – “ორივე სტილი ერთნაირად მომწონს, კლასიკური და სპორტულიც. ხასიათს გააჩნია. ტანსაცმელს ყველაგან ვყიდულობ, ბაზრობაზეც, მაღაზიებშიც, მეორეულშიც, სადაც მომეწონება, მნიშვნელობა არ აქვს.”
❥ ლილე მორჩაძე – “ძალიან მრავალფეროვანი ადამიანი ვარ, ამიტომ ხან სპორტულად მაცვია და ხან კლასიკურად. ქუთაისში არ ვყიდულობ ხოლმე ტანსაცმელს, მხოლოდ თბილისში ან ონლაინ გამოწერითაც.”
❥ ჯემალ სინატაშვილი – “კლასიკური სტილი უფრო მომწონს. ტანსაცმელს ძირითადად ქუთაისში ვყიდულობ, აქაურ ბაზრობაზე, მაღაზიებში, მნიშვნელობა არ აქვს სად ვიყიდი. მთავარია მომეწონოს. მეორეულში იშვიათად შემიძენია, თუ ძალიან მომეწონა იმ შემთხვევაში.”
❥ ელენე ერენშილდი – “ყოველდღიურ ე.წ. სთრით სტაილს ვანიჭებ უპირატესობას. მაგალითად, ეს ჩანთა ონლაინ გამოვიწერე, ქურთუკი „ქარვასლაში“ და ზედა „კოტონში“ ვიყიდე. ძირითადად, ქუთაისში ვყიდულობ ხოლმე ტანსაცმელს.”
❥ ანა რაზმაძე – “თანამედროვე, სპორტულ სტილს ვირჩევ. უნივერსიტეტში კლასიკური და მაღლებით ნაკლებად. ტანსაცმელი ბოლო დროს უცხოეთში ვიყიდე, იტალიაში და სტამბულში. აქაც ვყიდულობ ხოლმე. გამოწერით ვერა, რადგან ხშირად ზომები არ ედრება. მეორეულში ნაკლებად ვყიდულობ.”
❥ გიორგი ქათიბაშვილი – “თავისუფალი სტილი მაქვს, რაც მსიამოვნებს, იმას ვიცმევ. ბრენდს არ ვანიჭებ უპირატესობას, არც ფასს. თუ რამე მომეწონება, არ ვაქცევ ყურადრებას ფასს და ბრენდს. ტანსაცმელი არასოდეს გამომიწერია. ძირითადად, გერმანიაში ვყიდულობ ხოლმე.”
❥ შოთა მჟავანაძე – “რაგბისტი ვარ და აქედან გამომდინარე სპორტულ სტილს ვირჩევ. ტანსაცმელს ბათუმში ან თბილისში ვყიდულობ, ხანხადან საზღვარგარეთაც მიყიდია. გამოწერით არასდროს გამომიწერია, რადგან ზომები არ ემთხვევა.”
ავტორი: დეა მანაგაძე