წარმატებული ადამიანები უხეიროებისგან იმით განსხვავდებიან, რომ სირთულეების არ ეშინიათ. მიზნისკენ მიმავალი გზა ვარდებით მოფენილი სულაც არ არის და ისეთი ცხოვრება რომ მოიწყოთ, როგორზეც ოცნებობთ, ხანდახან მოგიწევთ აკეთოთ ის, რაც დიდად არ გსიამოვნებთ:
☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
1. მოგიწევთ იმ ზარის განხორციელება, რომლის განხორციელებისაც გეშინიათ;
2. მოგიწევთ იმაზე ადრე ადგომა, ვიდრე გსურთ;
3. მოგიწევთ იმაზე მეტის გაცემა, ვიდრე იღებთ;
4. მოგიწევთ იმაზე მეტი მზრუნველობის გამოჩენა სხვების მიმართ, ვიდრე სხვები ზრუნავენ თქვენზე;
5. მოგიწევთ გააგრძელოთ ბრძოლა ჭრილობების და ტრავმების მიუხედავად, მაშინაც კი, როცა გტკივათ და ხელის ჩაქნევა გინდათ;
6. მოგიწევთ გარისკვა, მაშინაც კი, როცა ფიქრობთ რომ სიფრთხილე უფრო გონივრულია.
7. მოგიწევთ იყოთ ლიდერი, თუნდაც არავინ მოგყვებოდეთ;
8. მოგიწევთ ინვესტიციები ჩადოთ საკუთარ თავში (სწავლის, განვითარების..) და დაე ამას სხვა არავინ აკეთებდეს;
9. მოგიწევთ გამოიყურებოდეთ სულელივით, როცა რაღაც არ იცით და არ უნდა შეგეშინდეთ ამის. მთავარია, ისწავლოთ;
10. მოგიწევთ გქონდეთ შედეგი მაშინაც კი, როცა შეგიძლიათ იმართლოთ თავი;
11. მოგიწევთ დამოუკიდებლად მოძებნოთ ახსნა, მაშინაც კი, როცა გეუბნებიან რომ ყველაფერი უნდა მიიღოთ ფაქტად;
12. მოგიწევთ ყველა წვრილმანისთვის ყურადღების მიქცევა, ყველა დეტალის შესწავლა, მაშინაც, თუ შეგეძლოთ ამის თავიდან არიდება;
13. მოგიწევთ შეცდომების დაშვება და იმის ფეხებზე დაკიდება, რომ გარშემომყოფების თვალში სულელი გამოჩნდით;
14. მოგიწევთ თქვენი გზით სიარული მაშინაც კი, როცა ირგვლივ ყველა ჩაგჩიჩინებთ, რომ არაფერი გამოგივათ;
15. მოგიწევთ ირბინოთ იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე მირბიხართ, მაშინაც კი როცა სუნთქვა გაქვთ ამოვარდნილი და წინ ხართ;
16. მოგიწევთ კეთლად მოექცეთ იმ ადამიანებს, ვინც თქვენ ცუდად გექცევიან;
17. მოგიწევთ ჩაეტიოთ არარეალურ ვადებში და დადოთ გქონდეთ წარმოუდგენელი შედეგები;
18. მოგიწევთ პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ ქმედებაზე, მაშინაც, როცა თქვენ ვეღარაფერს აკონტროლებთ.
19. მოგიწევთ იმ ადამიანების მოსმენა, რომლებსაც თქვენში ეჭვი ეპარებათ ისე, რომ თავდაჯერება და საკუთარი თავის რწმენა არ შეგერყეთ;
20. მოგიწევთ იმის გაკეთება დღეს, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ ხვალ;
21. მოგიწევთ დაპყრობილი სიმაღლეებიდან ჩამოვარდნა და იგივე სიმაღლის მისაწევად ხელახლა ბრძოლა. მოგიწევთ წამოდგეთ იმდენჯერ, რამდენჯერაც დაეცემით და გზა განაგრძოთ, მიუხედავად იმისა, რომ გეჩვენაბათ, ძალა აღარ გაქვთ და გეუბნებიან, რომ აზრი აღარ აქვს;
მოგიწევთ აკეთოთ არც ისე სასიამოვნო და რთული რაღაცები. ისეთი, რაღაცების რის კეთებაც არავის სურს. ისეთი რამეები, რის კეთებისაც გეშინიათ. ისეთი რამეები, რომლის კეთების დროსაც გაგიჩნდება შეკითხვა: ღმერთო, კიდევ რამდენ ხანს გავუძლებ ამ ყველაფერს? – არადა, ამის თავიდან არიდება ადვილია, მაგრამ მაშინ თქვენ მოგიწევთ სხვებთან თავის მართლება და ახსნა განმარტების მიცემა და არა მათ თქვენთან.
ჩერჩილი წერდა: ,,პესიმისტი ყოველ შესაძლებლობაში დაბრკოლებას ხედავს, ოპტიმისტი – ყოველ დაბრკოლებაში – შესაძლებლობას. იყო წარმატებული, ნიშნავს გქონდეს უნარი მარცხს მარცხზე განიცდიდე და მაინც არ კარგავდე ენთუზიაზმსო”. წარმატების უმთავრესი საიდუმლოც ეს არის. შეინარჩუნო ენთუზიაზმი და არ დანებდე.
წარმატებული ადამიანები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებმაც საკუთარ შიშებზე გაიმარჯვეს და იმისთვის, რომ ის აკეთონ, რაც სურთ, აკეთებენ იმასაც, რის კეთებაც არ ეხალისებათ.
წყარო: media.adams.ge