10 ვებ-გვერდი, რომლებიც უცხო ენების შესწავლაში დაგეხმარებათ

საინტერესო ფაქტები

ერთი უცხო ენის ცოდნა დღეს მინიმალური მოთხოვნაა ყველა ადამიანის მიმართ, ვინც პრეტენზიას აცხადებს წარმატებული კარიერის ქონაზე. რატომ უნდა იცოდეთ უცხო ენა? – შრომის ბაზარზე თქვენი შანსების გაზრდა, ფილმებისა და მუსიკის ორიგინალურ ვერსიაში ნახვა და მოსმენა და უცხო ენების სწავლისთვის კარგი მიზეზებია. სწორედ ამიტომ გთავაზობთ 10 ინტერნეტ რესურს, რომლებიც უცხო ენების შესწავლაში დაგეხმარებათ .

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

BBC Languages — BBC-ის მეშვეობით 40 სხვადასხვა ენის შესწავლაა შესაძლებელი გრამატიკის, ლექსიკის, თამაშების, სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობების და ტესტების გზით.

Livemocha.com – ონლაინ კურსები 35 ენის შესასწავლად დამწყებთათვის.

Memrise.com —  ამ შემეცნებით და გასართობ ვებ-გვერდზე რამდენიმე მიმართულებით შეგიძლიათ გაიღრმავოთ ცოდნა და გაავარჯიშოთ მეხსიერება. 8 ენაში შეგიძლიათ გაიმდიდროთ ლექსიკა: ინგლისური, რუსული, ესპანური, ჩინური, ფრანგული, გერმანული, პორტუგალიური და ჩინური.

Duolingo.com — Duolingo გვთავაზობს  ენის სწავლებას გრამატიკის და ლექსიკის გაკვეთილების მეშვეობით. დააგროვეთ ქულები და გადადით “თამაშის” შემდგომ საფეხურებზე. აქ ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ადამიანებს შეუძლიათ ისწავლონ: ესპანური, იტალიური, ჰოლანდიური, ფრანგული, გერმანული, პორტუგალიური, ირლანდიური და დანიური ენები. სულ მალე ვებ-გვერდს დაემატება უნგრული, შვედური, თურქული, რუსული, პოლონური და რუმინული ენები.

InternetPolyglot.com — აქ მოცემული გაკვეთილები და თამაშები მალე გადაგაქცევთ პოლიგლოტად.

Babbel.com — ისწავლეთ ენა მოცემული ვარიანტებიდან სწორი თარგმანის ამოცნობის გზით.

Interpals.net – შეიძინეთ ონლაინ მეგობარი (pen pal) უცხო ქვეყანაში და შეისწავლეთ მისი ენა.

Chineasy.org — გაკვეთილები და რესურსები ჩინური ენის შესასწავლად.

Lernu.net — ესპერანტოს (ხელოვნური საერთაშორისო დამხმარე ენა) უფასო კურსები და ინფორმაცია.

Forvo.com — აქ გადაამოწმებთ თუ რამდენად სწორად გამოთქვამთ სიტყვას, და ისწავლით ახალი სიტყვების წარმოთქმას ათეულობით ენაზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები