სტუდენტური სტილი ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში ➤ ფოტოები

მოდა

რას იცვამენ სტუდენტები საქართველოში, სად ყიდულობენ ტანისამოსს და როგორ სტილს ანიჭებენ უპირატესობას? “სტუდენტური ამბები” ცდილობს გაიგოს, როგორ მიჰყვებიან ქართველი სტუდენტები მოდის ტენდენციებს.

ამჯერად, ჩვენი ჟურნალისტი ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა და საინტერესო ფოტორეპორტაჟი მოგვიმზადა:

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

❥ შალვა მახარაძე – “ნახევრად კლასიკური სტილი მომწონს. ტანსაცმელს ძირითადად მაღაზიებში ვყიდულობ.”

❥ სოფი აბესაძე – “ყოველდღიურ სტილს ვანიჭებ უპირატესობას. საყიდლებისთვის კონკრეტული ადგილები არ მაქვს.”

❥ ბაქარი რუხაია – “თავისუფალი სტილის მოყვარული ვარ. ძირითადად ისთ პოინტში ვარჩევ ჩასაცმელს.”

❥ ქეთი ნიჟარაძე – “ყოველდღიური სტილი მაქვს. ტანსაცმელს ყველგან ვყიდულობ, თუ მომწონს.”

❥ დავით მელაძე – “სამოსს უმეტესად ვიწერ ხოლმე.”

❥ გულისა შენგელია – “სპორტული სტილი მიყვარს. ყველგან დავდივარ, მაღაზიებშიც და ბაზრობაზეც.”

❥ უჩა მაისურაძე – “შოპინგზე ელსი ვაიკიკში დავდივარ.”

❥ ცირა ხოხაშვილი – “კლასიკური სტილი მომწონს. ტანსაცმელს ბაზრობაზეც ვყიდულობ და მაღაზიებშიც.”

❥ გიორგი სილაგაძე – “ვფიქრობ, საკუთარი სტილი მაქვს. სამოსს მაღაზიებში ვარჩევ.”

❥ ანა სანგულია –  “უმეტესად ყოველდღიურ სტილს ვირჩევ. მაღაზიებში ვშოპინგობ.”

❥ სიმონ მიროტაძე – “სხვადასხვა სტილი მომწონს. ტანსაცმელს ვიწერ ხოლმე.”

❥ ანა ჭინჭარაული – “თავისუფალი სტილი მაქვს. სამოსს ყველგან ვიძენ, მთავარია მომიხდეს.”

❥ პაატა ჯანგირაშვილი – “სპორტულ სტილს ვანიჭებ უპირატესობას. შოპინგზე პულ ენდ ბეარში დავდივარ.”

ავტორი: ნათია ზარიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები