დღეს, კომპიუტერის გარეშე ცხოვრება ნამდვილად წარმოუდგენელია. რამდენი სარგებელის გაკეთება შეგვიძლია მისი საშუალებით? ყველამ კარგად იცით, რომ კლავიატურა კომპიუტერში მმართველი სიგნალების და მონაცემების შესატანად არსებობს. შედგება 101-103 ღილაკისაგან, სადაც წარმოდგენილია სიმბოლოები, ასოები და ციფრები. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული თქვენგანი მას ყოველდღე და დღის უმეტეს ნაწილში მოიხმართ, ბევრი ღილაკის ფუნქციისა და მათი კომბინაციების შესახებ ნამდვილად არ გეცოდინებათ.
☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
რამდენმა იცით ღილაკი სახელწოდებით Win რისთვის და რა დროს გამოიყენება?
ბევრ თქვენგანს ალბათ მიაჩნია, რომ ის მხოლოდ მენიუს დაწყებას ემსახურება და სხვა შემთხვევებისთვის სრულიად უსარგებლოა, თუმცა ასე არ არის.
⊞ Win – მენიუ Start–ის გახსნა–დახურვას ემსახურება Windows 8.1 შემთხვევაში.
⊞ Win + A – მენიუ ემსახურება შეტყობინების ცენტრის გახსნას Windows 10–ის შემთხვევაში.
⊞ Win + Ctrl + B – პროგრამის გადართვა შეტყობინების გაგზავნის რეჟიმზე.
⊞ Win + C – ემსახურება «Charm Bar»–ის გამოჩენას Windows 8 და 8.1–ის შემთხვევაში.
⊞ Win + D– მყისიერად გახსნის სამუშაო მაგიდას (desktop)
⊞ Win + E – ემსახურება Explorer–ის გახსნას. Windows 10–ის შემთხვევაში კი Toolbar–ის გახსნას.
⊞ Win + F– გაგიხსნით ფაილების ძიებას.
⊞ Win + Ctrl + F– ემსახურება კომპიუტერის ძიებას.
⊞ Win + G – აჩვენებს გაჯეტებს ყველა ფანჯრის თავზე, ოღონდ მხოლოდ Windows 7 და Vista–ს შემთხვევაში. ხოლო Windows 10–ის დროს კი თამაშების პანელს გახსნის.
⊞ Win + K – ხსნის ახალ მენიუს Windows 8 და 8.1–ის შემთხვევაში.
⊞ Win + L – ცვლის მომხმარებელს ან ბლოკავს სამუშაო არეს.
⊞ Win + M– ახდენს ყველა გახსნილი ფანჯრის მოცულობის შემცირებას.
⊞ Win + ⇧ Shift + M– ადიდებს ფანჯრებს შემცირების შემდეგ.
⊞ Win + O– ეკრანის როტაციის გამორთვა.
⊞ Win + P– მუშაობის რეჟიმის გადართვა გარე მონიტორზე მხოლოდ Windows 7 და უფრო ახალი ვერსიების შემთხვევაში.
⊞ Win + Q– ძებნის პანელის გახსნა მხოლოდ Windows 8–ის შემთხვევაში.
⊞ Win + R– “Run” ფანჯრის გახსნა.
⊞ Win + W – Windows Ink Workspace -ს გახსნა (სკრინშოტი, შენიშვნები)
⊞ Win + Y- ხსნის Yahoo მესენჯერს, თუ ის დაინსტალირებულია კომპიუტერში.
⊞ Win + F1- Windows-ის დახმარების ცენტრის გახსნა.
⊞ Win + ↑- გაადიდეთ ფანჯარა Windows 7 -ის შემთხვევაში.
⊞ Win + ↓- ფანჯრის მინიმიზაცია, შემცირება, ასევე მხოლოდ Windows 7 -ის შემთხვევაში.
⊞ Win + ← ან → – შეცვალეთ ფანჯრის განლაგების რეჟიმი.
⊞ Win + Home- ყველა გაუხსნელი ფანჯრის გახსნა და გადასვლა ვებ-გვერდის დასაწყისში Windows 7 -ის შემთხვევაში.
⊞ Win + Spacebar – სამუშაო მაგიდის ნახვა (desktop).
⊞ Win + — როდესაც ეკრანის ლუპა აქტიურია, შეამცირებთ გამოსახულების ზომას 100%-ით მხოლოდ Windows 7 და უფრო ახალი ვერსიის შემთხვევაში.
⊞ Win + + – როდესაც ეკრანის ლუპა აქტიურია, გაადიდებთგამოსახულების ზომას 100%-ით მხოლოდ Windows 7 და უფრო ახალი ვერსიის შემთხვევაში.
⊞ Win + Esc – ეკრანის ლუპის გამორთვა.