სტუდენტური სტილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ➤ ფოტოები

მოდა

რას იცვამენ სტუდენტები საქართველოში, სად ყიდულობენ ტანისამოსს და როგორ სტილს ანიჭებენ უპირატესობას? “სტუდენტური ამბები” ცდილობს გაიგოს, როგორ მიჰყვებიან ქართველი სტუდენტები მოდის ტენდენციებს.

ამჯერად, ჩვენი ჟურნალისტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა და საინტერესო ფოტორეპორტაჟი მოგვიმზადა:

☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼

❥ გიორგი გოდერძიშვილი – “სამოსი უნდა იყოს თავისუფალი და მერგებოდეს. ძირითადად ჩემები მიგზავნიან ევროპიდან ან მე ვყიდულობ მილანში.”

❥ გუგა პეტრიაშვილი – “კლასიკური ჩაცმულობა მომწონს. ყველაზე ხშირად მოლში დავდივარ.”

❥ სალომე გოგილაშვილი – “თავისუფალი სტილის ჩაცმულობის მოყვარული ვარ. ძირითადად მეორეულებში  დავდივარ.”

❥ ლევან ქიტესაშვილი – “გამორჩეული სტილი არ მაქვს, ვიცვამ იმას, რაც მიხდება და თავს კომფორტულად ვგრძნობ. ტანსაცმელს ბერშკაში ვყიდულობ, ძირითადად.”

❥ მარინა კაპანაძე – “ტანსაცმელებს დედა მიკერავს ან მეორეულში ვყიდულობ. მთავარია მიხდებოდეს და თავს კარგად ვგრძნობდე.”

❥ გუჯი გოგობერიშვილი – “თავისუფალი სტილი მომწონს და ძირითადად მეორეულში ვარჩევ ტანსაცმელს.”

❥ ირინე რაზმაძე – “ტანსაცმელს იქ ვყიდულბ, სადაც მომეწონება, სადაც იაფია, ლამაზია და ხარისხიანი. რაც მთავარია, თავისუფალი და მოსახერხებელი უნდა იყოს.”

❥ დავით ცოცხალაშვილი – “სტილი ყოველდღიური, თავისუფალი. ძირითადად მეორეულში დავდივარ.”

❥ ანა გვარიშვილი – “მომწონს კლასიკური სტილი, თუმცა მაინც ხასიათზეა დამოკიდებული. სამოსს მაღაზიებში ვყიდულობ.”

❥ მარი მაკასარაშვილი – “ყველანაირ სტილს ვირგებ. ძირითადად ისთ ფოინთში დავდივარ საყიდლებზე.”

❥ გიორგი რიჟუაძე – “სადაც კარგი გარემოა იქ ვყიდულობ ტანსაცმელს, ანუ ძირითადად მაღაზიებში.”

ავტორი: ნინი ცანკაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები