რას იცვამენ სტუდენტები საქართველოში, სად ყიდულობენ ტანისამოსს და როგორ სტილს ანიჭებენ უპირატესობას? “სტუდენტური ამბები” ცდილობს გაიგოს, როგორ მიჰყვებიან ქართველი სტუდენტები მოდის ტენდენციებს.
ამჯერად, ჩვენი ჟურნალისტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა და საინტერესო ფოტორეპორტაჟი მოგვიმზადა:
☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼
❥ ანი ადამია – “მოცეკვავე ვარ და ყოველთვის სპორტულად და თავისუფლად ვიცვამ. ტანსაცმელს ყოველთვის ვიწერ.”
❥ გიორგი ქსოვრელი – “უფრო კლასიკურ სტილს ვანიჭებ უპირატესობას. სავაჭრო ცენტრები, პეკინზე “არჩევანი” მომწონს, მეორეული სამოსის ბუტიკებსაც ხშირად ვსტუმრობ.”
❥ ანანო ეჯიბია – “შეხვედრებზე კლასიკური ჩაცმულობით მივდივარ დანარჩენი უფრო თავისუფალი. ტანსაცმელს მაღაზიებში ვყიდულობ, ძირითადად “ზარა” და “სტრადივარიუსი”.
❥ ნოდარ სირბილაძე – “ყოველთვის კლასიკურ სტილს ვატარებ. სამოსს “ზარაში” ვყიდულობ.”
❥ ლიკა კაცაძე – “ჩაცმის სტილი დამოკიდებულია ხასიათზე. უფრო თავისუფალი. მეორეული ტანსაცმლის ხშირი სტუმარი ვარ. არ მიყვარს ძვირადღირებული ნივთების შეძენა.”
❥ მარიამ როხვაძე – “სტილი თავისუფალი, კლასიკური, ჰიპური. ეს დამოკიდებულია ხასიეთსა და განწყობაზე. სავაჭრო ცენტრებში ვიძენ ტანსაცმელს.”
❥ გიორგი რომანიძე – “სტილი თავისუფალიც და კლასიკურიც. ძირითადად “ზარას” ტანსაცმელს ვყიდულობ.”
❥ ნინო გათენაძე – “სტამბოლში ვყიდულობ ტანსაცმელს.”
❥ საომე მაკარაძე – “ყველაფერს ვიცვამ, რაც მიხდება. სტამბოლში ვყიდულობ და უფრო ხშირად ვიკერავ.”
❥ თორნიკე წანაწყენიშვილი – “მიყვარს შავი ჯინსი და კედები. ტანსაცმელს სადაც ახლოა და იაფია იქ ვყიდულობ.”
❥ შოთა ალთუნაშვილი – “მთავარია კომფორტული ტანსაცმელი. ძირითადად მარჯანიშვილზე მაღაზიებში ვყიდულობ.”
❥ ლუკა მინჯორაია – “სტილი გამორჩეული და განსაზღვრული არ მაქვს. ტანსაცმელს ვყიდულობ მაღაზიებში, სადაც მისაღები ფასებია.”
❥ ნელი ზუბიაშვილი – “სტილი ყველანაირი მომწონს მთავარია მიხდებოდეს, თუმცა განსაკუთრებით სპორტული მომწონს. ტანსაცმელს მოლში ვყიდულობ. ხშირად დავდივარ მეორადებში.”
ავტორი: ნინი ცანკაშვილი