რა არის ის, რასაც ადამიანების უმეტესობა ძალიან გვიან სწავლობს

საინტერესო ფაქტები

ბედნიერად ყოფნას პრაქტიკა სჭირდება. შენ მხოლოდ ერთხელ ცხოვრობ, იშრომე იმდენი, რომ შეიქმნა საუკეთესო ცხოვრება!

ცხოვრება ადამიანებს უმზადებს ისეთ გაკვეთილებს, რომელსაც ისინი, ადრე თუ გვიან, სწავლობენ. მიუხედავად იმისა, რომ სწავლის პროცესი დაკავშირებულია იმედგაცრუებასთან, თავდაუზოგავ შრომასა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრასთან – მიღებული ცოდნა და გამოცდილება ღირს იმისთვის, რომ იყო ბედნიერი.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

რასაც თქვენ აღიქვამთ, ის თქვენი რეალობაა

თქვენ მიერ მსოფლიოს აღქმა და გაგება პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენს შეხედულებებსა და ცხოვრებაზე. როგორი გინდა, იყოს შენი რეალობა, თვალსაწიერი – ვიწრო თუ თავისუფალი, აბსოლუტურად შენზეა დამოკიდებული. თვალთახედვის არეალის გაფართოება კი ცნობისმოყვარეობასთანაა კავშირში. ადამიანთა უმეტესობას უნდა, შეიმეცნოს მეტი. სწავლა და აღმოჩენა არის ის, რითიც ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში არიან დაკავებული, მიუხედავად ამისა, ამ პროცესში ყველაზე რთული არის იმის გარკვევა, რა არ იციან მათ. ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად კი საჭიროა საკუთარ თავთან დიალოგი: „რა არ ვიცი?“ „რის შესახებ მინდა, უფრო მეტი ვიცოდე?“. ამასთან, მთავარია იმის გააზრება, რომ შეცდომების დაშვებით არაფერი მთავრდება, პირიქით, ამ დროს სწავლობს ადამიანი ყველაზე უკეთ.

ყველაფერი დროებითია

ყველაფერი დროებითია – როგორც კარგი, ისე ცუდი გამოცდილებებიც. როცა ცხოვრება სასიამოვნო შემთხვევებით გასაჩუქრებს, დატკბი ამით, თუმცა ნუ დაკარგავ მადლიერების გრძნობას. ხოლო, როცა მიწაზე დაგანარცხებს, იცოდე, რომ ეს ამბავიც ჩაივლის. ცხოვრება სავსეა როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური სიურპრიზებით. ხშირად, ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ცხოვრებაში მთავარი პროცესით, შრომით მიღებული სიამოვნება და გამოცდილებაა და არა – შედეგი. ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, უძნელდებათ, რომ დააფასონ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის. ცხოვრებისეული დაბრკოლებებითა და დაშვებული შეცდომებით მიღებული გამოცდილების მნიშვნელობის გაცნობიერება არის გასაღები იმისა, რომ გახდე უკეთესი.

ყველაფერი დროებითია, ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენე ის შესაძლებლობები, რასაც ცხოვრება გაძლევს და ამისგან შექმენი საუკეთესო!

იცხოვრე აწმყოთი

„თუ დეპრესიაში ხარ, შენ ცხოვრობ წარსულში, თუ შფოთავ, შენ ცხოვრობ მომავლით, ხოლო თუ მშვიდად ხარ, გამოდის, რომ შენ აწმყოში ცხოვრობ“, – ლაო ძი.

ადამიანებს, როგორც წესი, დიდი დრო სჭირდებათ იმის გასაგებად, რომ წუხილი არაფერს კარგს არ მოუტანთ. მათ უკვე აწუხებთ ის, რაც მომავალში მოხდება, ან გამუდმებით ფიქრობენ იმაზე, რაც უკვე მოხდა. სანამ თქვენთვის პრიორიტეტულია მომავლის გამო შფოთვა, ფრთხილად იყავით, აწმყოსა და რეალობის შეგრძნება არ დაკარგოთ. წარსულით ცხოვრება არის არაპროდუქტიულად ცხოვრების ტოლფასი. განვითარების გზად, საკუთარი წარსული გამოგადგებათ მხოლოდ იმაში, რომ დაინახოთ საკუთარი თავი, როგორი იყავით ადრე და გახდეთ იმაზე უკეთესი.

აკეთე ის, რაც გიყვარს – გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ

ადამიანების ცხოვრებაში სამსახურს მნიშვნელოვნად დიდი ნაწილი უკავია. თუ არ ხარ ბედნიერი იმით, რასაც აკეთებ, ეს დამოკიდებულება გადავა ცხოვრების სხვა ასპექტებშიც. ამიტომ, სანამ დროა, მნიშვნელოვანია, რომ იმუშაო საკუთარ თავზე, განვითარდე პროფესიულად იმისთვის, რომ მიაღწიო დასახულ მიზნებსა და იმ კმაყოფილებას, რისკენაც მიისწრაფვი და რომლის შემთხვევაშიც იქნები თავდაჯერებული. წარმატება არ არის ერთი კონკრეტული ტრიუმფის შედეგი, წარმატება არის მუდმივგანახლებადი პროცესი, რომელიც მიღებული გადაწყვეტილებებით, შრომით, დაბრკოლებების გადალახვით, შეცდომების დაშვებით და ა.შ. მიიღწევა.

ინვესტიცია ჩადე საკუთარ თავში – ეს არ ეხება მხოლოდ კარიერულ ნაწილს და მხოლოდ ფინანსებს. რა მავნე ჩვევებისგან გინდა, გათავისუფლდე? რომელი უნარები გინდა, განივითარო? – ჰკითხე საკუთარ თავს და მაშინვე შეუდექი საქმეს. იყავი ინფორმაციულ ტონუსში, რადგან ინფორმაცია შენი ტვინისთვის აუცილებელი საკვები საშუალებაა, თუმცა ამასთან, საჭიროა, იცოდე, ჯანსაღად კვებავ, თუ არა მას.

სწორედ შენ ხარ ის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია, იცხოვროს ისე, რომ ყოველი დღე საკუთარი საქმის სიყვარულით კეთებით გალიოს!

ბედნიერად ყოფნას სჭირდება პრაქტიკა

ყველაზე ბედნიერი ადამიანები არიან ისინი, ვინც საკუთარ თავზე ბევრს მუშაობენ. რაღაც ასპექტში თავის ბედნიერად გრძნობა ნიშნავს, რომ შენ გადაწყვიტე, აკონტროლო შენი ცხოვრება – არ იყო ცხოვრების მსხვერპლი და შენ მიერ დახარჯული ენერგია დაიბრუნო უკან. ეს არ არის მარტივი, თუმცა მუდმივი მცდელობით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია.

ადამიანები, როგორც წესი, თავიანთი ცხოვრების მხოლოდ კარგ ნაწილს ხდიან სხვებისთვის თვალსაჩინოს, შესაბამისად, ნებისმიერი თქვენგანი უსამართლოდ ექცევა საკუთარ თავს, როცა სხვისი ცხოვრება საკუთარზე უკეთესი ჰგონია და უნდა, დაემსგავსოს სხვას. ერთი ადამიანის მიერ მეორის ცხოვრების მისეული აღქმა ხშირად, არის მცდარი, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, ნებიმიერმა ადამიანმა ფოკუსი მაინც საკუთარ ცხოვრებაზე უნდა გააკეთოს. თქვენი ცხოვრება თქვენი მოგზაურობაა და იმ ბილიკზე უნდა კონცენტრირდეთ, რომელიც გასავლელი გაქვთ.

წყარო: marketer.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები