მუშაობის პროცესში შეცდომას ყველა უშვებს. დიდ ორგანიზაციებში წარმატებული ლიდერები, ხანდახან, წინა დღის მოვლენებს განმარტავენ, მაგრამ ეს არ არის ბოდიში ან თავის მართლება. უბრალოდ, ხსნიან კონკრეტულ ქმედებებს, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. კვლევების თანახმად, თავის მართლების ნაცვლად, უკეთესია, თანამშრომელმა კონკრეტული საკითხზე მცირე განმარტება გააკეთოს. ამან, შესაძლოა, უკეთესი შედეგი მოიტანოს – ხელი შეუწყოს თანამშრომლებს შორის პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების ჩამოყალიბება.
☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
„არ ვიცოდი, თუ ამის გაკეთების უფლება მქონდა“ – როგორც საკონსულტაციო კომპანია LeadMD-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ჯასტინ გრეი ამბობს, თანამშრომლები, ყველაზე ხშირად, სწორედ ასე იმართლებენ თავს. „ჩვენს ორგანიზაციაში თანამშრომელთა უფლებები და მათი მოვალეობები „ქვაზე ამოტვიფრული“ არ არის. ყოველთვის ვაძლევთ მათ საშუალებას, რაღაც ახალი მოსინჯონ. მგონია, რომ ერთადერთი, რისი უფლებაც თანამშრომლებს „არ უნდა ჰქონდეთ“, ეს არის პასუხი „არა“, ყოველთვის უნდა იყვნენ გულახდილები და აღიარონ, რომ დახმარება სჭირდებათ“.
„არ ვიცოდი, ვისგან მიმეღო პასუხი“ – ჯასტინ გრეის თქმით, ასეთ დროს ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ თანამშრომლები ხშირად ვერ საზღვრავენ, რა არის მათი პრობლემა და რა სახის ინფორმაციას ეძებენ. „სირთულეები ყოველთვის მოითხოვს გუნდურ მუშაობას. წაახალისეთ თანამშრომლები, რომ მათ გადალახონ ყველა ბარიერი და პრაგმატულად მიუდგნენ თითოეული საკითხის გადაწყვეტას“.
„უბრალოდ, არ შემიძლია მასთან (რომელიმე თანამშრომელი) ერთად მუშაობა“ – „კონფლიქტი ყველას შეიძლება მოუვიდეს. არ ვთვლი, რომ თანამშრომლები ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები უნდა იყვნენ, მაგრამ, როდესაც ელემენტარულ დონეზე ვერ უგებენ ერთმანეთს, ასეთი ურთიერთდამოკიდებულება უარყოფითად აისახება მათ პროდუქტიულობაზე. შემდეგ კი, ეს მთელს ოფისის „გადაედება“. ასეთ დროს რაღაც შუალედური უნდა მოიძებნოს. ხელმძღვანელობამ თითოეულ თანამშრომელს უნდა მისცეს საშუალება, თავად გადაწყვიტოს პრობლემა და მხოლოდ თვითონ იყოს მის მოგვარებაზე პასუხისმგებელი“, – ამბობს ჯასტინ გრეი.
წყარო: marketer.ge