გასაუბრებაზე დაშვებული ყველაზე გავრცელებული შეცდომები

საინტერესო ფაქტები

„ჰედჰანთერების“ თქმით, მათ გასაუბრების დამთავრებამდე იციან, კანდიდატი შესაფერისია, თუ არა კონკრეტული პოზიციისთის. Headhunter – არის რეკრუტერის არაფორმალური სახელწოდება – ადამიანი, რომელიც ეძებს და არჩევს შესაფერის კადრებს კომპანიებისთვის, კონკრეტულ პოზიციაზე.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

რა არის ყველაზე საშინელი შეცდომები, რასაც კანდიდატები უშვებენ გასაუბრების პროცესში? – ამაზე გვპასუხობს DanDan Zhu – დანდან ჟუ, ბილინგ ჰედჰანთერი, Dandan Global-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამაარსებელი.

არსებობს რამდენიმე შეცდომა, რასაც ადამიანები უშვებენ გასაუბრების პროცესში და ეს შეცდომები განაპირობებენ მათ აღქმას, როგორც კონკრეტული პოზიციისთვის შეუსაბამო კანდიდატს:

შეუფერებელ დროს, საუბარი იმაზე, რასაც უშუალოდ, პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებასთან არ აქვს კავშირი

როგორც წესი, გასაუბრებაზე, შერჩეულ კანდიდატებს უნდათ კარგი შთაბეჭდილების დატოვება და ამ შემთხვევაში, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა, ინტერვიუს დასაწყისშივე საუბარი არაპროფესიულ უნარებსა და გამოცდილებაზე. მაგალითად, კითხვაზე, მოგვიყევით „თქვენ შესახებ“, კანდიდატმა უნდა წარმოაჩინოს საკუთარი პროფესიული პროფილი და არა ის დამატებითი უნარები, რაც კონკრეტული პოზიციის საქმიანობასთან არ არის კავშირში. ინტერვიუსთვის განკუთვნილი დრო საკმარისია იმისთვისაც, რომ კანდიდატმა მის სხვა კარგ მხარეებზე მოგვიანებით ისაუბროს.

საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების, გამსაუბრებელთან შედარებით, უპირატესად წარმოჩენა

კანდიდატებს, კარგი უმაღლესი განათლებით, განსაკუთრებით აქვთ ეს პრობლემა. ისინი არიან ეგოცენტრულები და ფიქრობენ, რომ მათ მიერ ნათქვამ ყოველ სიტყვას ოქროს ფასი აქვს. ინტერვიუერის შეკითხვაზე სწორი პასუხის გაცემა არის პლუსი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია გამსაუბრებელთან წარმატებული კომუნიკაციის დამყარება ურთიერთგაგებითა და პოლიტ-კორექტული პასუხების ხარჯზე.

სასურველი პოზიციისთვის საჭირო კომპეტენციის არცოდნა

როცა კანდიდატს აქვს შესაძლებლობა, განსაზღვროს, როგორი კადრი სჭირდებათ კომპანიაში, რა არის მათი კარიერული გამოცდილება, რა უნარებს ითხოვენ კომპანიის განვითარებისთვის და პროფესიონალი კადრის შეფასების რა კრიტერიუმები აქვთ, ის წარმატებით შეძლებს ინტერვიუს დამთავრებას. გარდა ამისა, გამსაუბრებელთან კომუნიკაცია, მისგან პროფესიული რჩევის მიღებით, კანდიდატით დაინტერესების დამატებითი საშუალებაა.

რაც შეხება იმ რეკომენდაციებს, რაც არამხოლოდ გასაუბრების პროცესისთვისაა მოქნილი:

იუმორსა და გულღიაობას თავს ნუ აარიდებ

იუმორი და გულღიაობა არის უცნობებთან კომუნიკაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. ადამიანებთან ურთიერთობაში, იუმორის ხშირი და დიპლომატიური გამოყენება გამოგიმუშავებს ისეთ სოციალურ უნარს, რომლის არსებობის შესახებ, არც კი იცოდი.

ღიმილი – გაიღიმე ყოველთვის – დამსაქმებლებს უყვართ ბედნიერი ადამიანები!

და ბოლოს ნუ დააძალებ თავს, ყველაფერი დაიმახსოვრო და გასაუბრებისთვის მოსამზადებლად, ზედმეტად დაიხარჯო. უბრალოდ, იყავი მზად, რომ დაამყარო ნამდვილი, რეალური ინტერაქციები ადამიანებთან, ვისაც ხვდები ინტერვიუს პროცესში.

თუ შენ ხარ კარგი ადამიანი, ემპათიური, ტაქტიანი, შრომისმოყვარე და გაქვს კარგი მორალი, შენი გამსაუბრებელი იგრძნობს ამას, მიხვდება, ვინ ხარ და მისთვის იქნები განსაზღვრული პოზიციისთვის სასურველი კანდიდატი.

წყარო: marketer.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები