მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელი Facebook-ი ტრადიციული ტელევიზიებისა და YouTube-ისთვის, კონკურენციის გაწევას აპირებს. კომპანიის გეგმით, ახალ ჩანართ Watch-ზე, განთავსდება ვიდეოპროგრამები, რომელთა დიდ ნაწილს, თავად Facebook-ი აფინანსებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ახალი ფუნქცია თავიდან ხელმისაწვდომი იქნება ამერიკელი მომხმარებლებისთვის, თუმცა შემდეგ გავრცელდება მთელს მსოფლიოში.
ჩანართი Watch-ი ყველა იუზერისთვის ინდივიდუალური იქნება: მასში, უპირველეს ყოვლისა, შევა პროგრამები, რომლებიც მოგწონთ თქვენ და თქვენს მეგობრებს.
წყარო: imedinews.ge