საუკეთესო წიგნებს გააჩნიათ პოტენციალი სამუდამოდ დაიკავონ განსკუთრებული ადგილი თქვენს თაროზე. ზოგიერთი მწერალის წერის მანერა, აზროვნების უნარი და ნაწარმოების შინაარსი წარუშლელი შთაბეჭდილების მოხდენის გარდა, აზროვნების ცვლილებასა და მსოფლმხედველობის გაფართოების საშუალებას იძლევა. გთავაზობთ 10 მნიშვნელოვან და საჭირო წიგნს, რომლებიც ნამდვილად დაიკავებს განსაკუთრებულ ადგილს არა მარტო თქვენს ტაროზე, არამედ თქვენს გულსა და გონებაში.
☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
1. „ნუ მოკლავ ჯაფარას“ – ჰარპერ ლი
დაიბეჭდა 1960 წელს, აღწერს მეოცე საუკუნის ადრეული წლების ისტორიებს სამხრეთში და ნათლად გადმოსცემს ადამიანების ქცევის ფსიქოლოგიასა და კოლექტიური ცნობიერების ნიუანსებს.
2. „1984“ – ჯორჯ ორუელი
მიუხედავად იმისა, რომ 1984 წლის შემდეგ დიდი ხანი გავიდა, ორუელის შესანიშნავი ნაწარმოები, რომელიც მსოფლიოში გამეფებულ დიქტატურას აღწერს, დღესაც აქტუალურია და წინასწარმეტყველური ელემენტების მქონე წიგნად განიხილება.
3. „ომის ხელოვნება“ – სტივენ პრესფილდი
,,ომის ხელოვნებაში” ავტორი განსაზღვრავს თუ რა არის ცხოვრების მტერი. წიგნი საშუალებას გაძლევთ დაფიქრდეთ საკუთარი ცხოვრების ავთენტურობაზე. იგი კრიტიკულად მოგეჩვენებათ თუ თქვენ ხართ მეწარმე, მწერალი, მხატვარი ან რიამე ფორმით ,,შემოქმედი” ადამიანი.
4. „ოპტიმალური გამოცდილების ფსიქოლოგია“ – მიხეილ ჩიქსენთმიჰალი
რა არის ოპტიმალური გამოცდილება ჩვენს ცხოვრებაში? მსოფლიოში ცნობილი ფსიქოლოგი მიხაილ ჩიქსენთმიჰალი მისი საეტაპო წიგნით ადასტურებს, რომ ოპტიმალური გამოცდილება არის რეალური მომენტები ჩვენს ცხოვრებაში. ამ წიგნით ისწავლით, თუ როგორ უნდა გაჰყვეთ დინებას ისე რომ თქვენი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალოთ.
5. „პატარა უფლისწული“ – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
პატარა უცნაური უფლისწულისა და მისი ვარდის ისტორია გულებს გვითბობს და გვახსენებს იმ მარტივ ჭეშმარიტებებს, რაც ასაკის მატებასთან და სადარდებელთან ერთად გვავიწყდება. ნაწარმოები გვახსენებს, რომ ჩვენში ცოცხლობს შინაგანი ბავშვი.
6. „ცხოვრების ხანმოკლეობა“ – სენეკა
ფილოსოფოსი სენეკა, თავის ნაშრომებში გვთავაზობს ცხოვრებისეული სიბრძნეების შთამბეჭდავ ანალიზს და ხაზს უსვამს მიზნობრიობასა და მოარალურობის პრინციპებს. სენეკასეული ანალიზი აჩვენებს, თუ როგორ კარგავენ ადამიანების საკუთარ დროს მაშინ, როცა შეუძლიათ სიცოცხლე აზრიანად და შემდგარად გაატარონ.
7. „ქალის ცხოვრების 24 საათი“ – შტეფან ცვაიგი
ავსტრიელმა მწერალმა ყველაზე კარგად შეძლო გულახდილად, მაგრამ ტაქტის მაქსიმალური დაცვით მოეთხრო ადამიანის ყველაზე ინტიმურ განცდებზე. თავბრუს დაგახვევთ უმცირესი დეტალების დაწვრილებითი აღწერა, მათგან კი, ნელ-ნელა წარმოისახება რეალური პირები, რომლებიც თითქოსდა თქვენს გვერდით ძალიან ახლოს და თქვენს გარშემო არიან.
8. „აეროპორტი“ – არტულ ჰეილი
აეროპორტის თანამშრომლებს ერთი-მეორეს მიყოლებით უამრავი პრობლემა ექმნებათ. ძლიერი ქალიშხალი მოიცავს აეროპორტს, ერთი-ერთი თვითმფრინავი ავარიულ დაშვებას განახორციელებს, ასევე, პროდუქტებით სავსე მანქანა სადღაც იკარგება. ამავდროულად თანამაშრომლებს საკმარისად აქვთ საკუთარი პრობლემები და დრამები. ეს ყველაფერი კი ერთ ხუთშაბათ დღეს ხდება. გასაოცარი ისტორია, რომელიც დაწერილია იშვიათი ჟანრის რომანის სტილში, რომელსაც ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავთ.
9. „თოლია სახელად ჯონათან ლინგვისტონი“ – რიჩარდ ბახი
ამ მხატვრულ ნაწარმოებს ჩვენ სიაში თვითგანვითარების კუთხით წამყვანი ადგილი უჭირავს. მერწმუნეთ, ბერი იმდენად ძლიერ სილას გაგაწნავთ, რომ მომენტალურად აზრზე მოგიყვანთ. მისი წაკითხვის შემდეგ თქვენ მიხვდებით, რომ ზუსტად თქვენ იმსახურებთ ბედნიერებას, თანაც ყოველ დღე. ნუღარ დაკარგავთ დროს და ამ წიგნების კითხვას შეუდექით. დაისახეთ მიზნები და გააკეთეთ ყველაფერი მათ მისაღწევად.
10. „ბერი, რომელმაც გაყიდა თავისი ფერარი“ – რობინ შარმა
ამ მხატვრულ ნაწარმოებს ჩვენ სიაში თვითგანვითარების კუთხით წამყვანი ადგილი უჭირავს. მერწმუნეთ, ბერი იმდენად ძლიერ სილას გაგაწნავთ, რომ მომენტალურად აზრზე მოგიყვანთ. მისი წაკითხვის შემდეგ თქვენ მიხვდებით, რომ ზუსტად თქვენ იმსახურებთ ბედნიერებას, თანაც ყოველდღე. ნუღარ დაკარგავთ დროს და ამ წიგნების კითხვას შეუდექით. დაისახეთ მიზნები და გააკეთეთ ყველაფერი მათ მისაღწევად.