ჩვენ გარშემო იმდენი ინფირმაცია ტრიალობს, რომ ხანდახან რთულია გაიგო რა არის მართალი და რა არა. ზოგჯერ არასწორად გავრცელებულ ინფორმაციას ჩვენი ჯანმრთელებისთვის ზიანი მოაქვს. გთავაზობთ მითებს ადამიანის შესახებ, რომლებიც ფართოდაა გავრცელებული საზოგადოებაში.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
მითია – დამწვრობისას პირველადი დახმმარების აღმოჩენა ზეთის წასმას გულისხმობს, რაც თითქოს ამცირებს წვას და არ ტოვებს იარას.
რეალობაა – დამწვრობაზე უნდა დაიდოთ რაიმე ცივი, ზეთი იწვევს სიმხუვალის შეანარჩუნებას კანქვეშ.
მითია – თეთრი კბილები ჯანმრთელ კბილებს ნიშნავს.
რეალობაა – მოყვითალო ფერის კბილები ბევრად ჯანსაღია და ნაკლები შესაძლებლობაა კარიესის გავრცელების.
მითია – გაყოფილი თმის ბოლოებს ბალზამი, ზეთები და სპეციალური შამპუნი გააქრობს.
რეალობაა – მხოლოდ მაკრატლით შეიძლება გაყოფილი ბოლოების მოშორება.
მითია – ადამიანს აქვს 5 გრძნობა: ხედვა, გემო, ყნოსვა, სმენა და შეხება/შეგრძნება.
რეალობაა – ადამიანს აქვს მინიმუმ 21 გრძნობა, მაგალითად: ბალანსისა და ტემპერატურის.
მითია – ოფლს შეუძლია ტოქსინების გამოდევნა ორგანიზმიდან.
რეალობაა – ოფლი აგრილებს სხეულს და ინარჩუნებს ორგანიზმისთვის საჭირო ტემპერატურას.
მითია – ალკოჰოლი იწვევს სხეულის გათბობას.
რეალობაა – ალკოჰოლი ათბობს ზედაპირზე არსებულს სისხლძარღვებს, რაც იწვევს იმის შეგრძნებას რომ მთელი სხეული თბილია.
მითია – მარტივად ცივდები მაშინ, როცა გარეთ სიცივეა.
რეალობაა – გაციებას იწვევს ვირუსი და არა ამინდი/ტემპერატურა.
მითია – ჩვენ ვიყენებთ ტვინის მხოლოდ 10%-ს.
რეალობაა – როცა გვძინავს ტვინის ქერქის უდიდესი ნაწილი მუშაობს.
მითია – ტვინის უჯრედები წყვეტენ ზრდას, როდესაც მოზარდობის ასაკი დგება.
რეალობაა – ნეირონების განვითარება მთელი ცხოვრების მანძილზე ხდება.
მითია – მხედველობა უარესდება, როცა კითხულობთ სიბნელეში ან მონიტორზე.
რეალობაა – კითხვის ასეთი ფორმა იწვევს თვალების გადაღლას, რაც დასვენების შემდეგ გადაგივლით. მხედველობის გაურაესება უშუალოდ ამაზე არ არის დამოკიდებული.