9 ფილმი, რომლებიც ბედნიერების პოვნაში დაგეხმარებათ

საინტერესო ფაქტები

ბედნიერება შეიძლება სხვადასხვა ფორმით მოვიდეს. მილიონობით ადამიანი ცხოვრობს დედამიწაზე და ჭეშმარიტი და ერთხმად აღიარებული პასუხი კითხვაზე: რას ნიშნავს ნამდვილი ბედნიერება? – არ არსებობს. ბედნიერება ყველასთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება და მისი მოპოვების გზებიც ყველასთვის სხვადასვაა. გთავაზობთ 9 ფილმს, რომელთა გმირებიც საკუთარი ბედნიერების გზებს პოულობენ, იქნებ თქვენი ჯერ არ მოსული ბედნიერებაც ამ გზებშია.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

Life as a House – როდესაც მამაკაცს სისმსივნის დიაგნოზს დაუსვამენ, ის გადაწყვეტს სახლი დაანგრიოს და ხელახლა ააშენოს სამყარო თავის გარშემო.

Life Is a Miracle – მთავარი გმირი – ლუკა, ცოტათი უცნაური რკინიგზელია, რომელიც ბალკანების სხვა სამყაროსთან დამაკავშირებელ გვირაბს აშენებს. ლუკას მომღერალი ცოლი უნგრელ მუსიკოსთან ერთად გარბის. მათი შვილი კი ფეხბურთელობაზე ოცნებობს, რისი ნიჭიც მაინც და მაინც არა აქვს.

The Hundred-Foot Journey – ინდოელი ემიგრანტების ოჯახი, რომლებიც ბედმა პროვანსის რაიონის პატარა ქალაქში მოახვედრა, გადაწყვეტს გახსნას პატარა კაფე აღმოსავლური სამზარეულოთი, ზუსტად სახელგანთქმული რესტორანის “მტირალა ტირიფის” პირდაპირ, რომელიც ფრანგული კულინარიის ტრადიციების ბასტიონად არის მიჩნეული.

The Fisher King – პოპულარული რადიო წამყვანი ჯეკი სავსეა პროფესიაონალური ცინიზმით… ერთი მისი მუდმივი მსმენელი ერთ დღეს მის რჩევას დაუჯერებს – შევა კაფეში და დატენილ იარაღს მთლიანად უდანაშაულო ადამიანებზე დააცარიელებს… ამ ამბის შემდეგ ჯეკი სამსახურიდან მიდის და ერთ მოხუცთან ერთად გრაალის საძებნელად გაემგზავრება მანჰეტენის რაიონში…

In July  – ახალგაზრდა ფიზიკის მასწავლებელმა დანიელმა თავისი ბედნიერება მაშინაც ვერ შეამჩნი, როდესაც მის წინასე პირდაპირ აღმოჩნდა. მაგრამ მალე მის ცხოვრებაში, რომელშიც, როგორც წესი, არაფერი ხდება, ცვლილებები დაიწყება. ბეჭედმა, ძველებური აცტეკების მზის სიმბოლოთი, რომელიც მან იყიდა, იღბალი და სიყვარული უნდა მოუტანოს. ასეც ხდება: დანიელის უყვარდება თურქი ლამაზმანი მელეკი. მოულოდნელად იგი გადაწყვეტს ავტომობილით მელიკთან სტამბულში წასვლას მთელი ევროპის გავლით. გზაში მას სცემენ, აცდუნებენ, დააყაჩაღებენ, ციხეში ჩასვამენ, ის მანქანას, ფულს, ტანსაცმელს და საბუთებს კარგავს. მაგრამ დანიელი მაინც დაჟინებით მიდის თავის სასურველ მიზანთან…

Eddie the Eagle – ფილმი მოგვითხრობს, საოცრად მიზანდასახულ ადამიანზე, რომლის მიზანიც ოლიმპიადაზე წასვლაა, ის მოსინჯავს ყველა შესაძლო სპორტს ამ მიზნის მისაღწევად მანამ, სანამ მისი უნარჩვევების შესაბამისს არ იპოვნისს…

Midnight in Paris – რომანტიკოსი მწერალი, რომელიც დარწმუნებულია, რომ 1920-იან წლებში უნდა ეცხოვრა, შეყვარებულთან ერთად პარიზში ჩამოდის და წარსულში ხვდება. ის იქ ჰემინგუეის, პიკასოს, ცოლ-ქმარ ფიცჯერალდებს და გერტრუდა სტაინს ხედავს და ხვდება, რომ სწორედ ამ დროებას მიეკუთვნება და იქ სამუდამოდ დარჩენა უნდა.

The Boat That Rocked – მუსიკალური კომედია 60-იან წლებში ორი ახალგაზრდის სიყვარულზე პოპ მუსიკის მიმართ. აქ აღწერილია, როგორ დაიპყრო დიჯეების ჯგუფმა მთელი ბრიტანეთი. ისინი უკრავდნენ მუსიკას, რომელიც მთელი თაობისათვის განმსაზღველი გახდა. ისინი დაუპირისპირდნენ მთავრობას, რომელიც უპირატესობას ჯაზს ანიჭებდა.

Short Cuts – რეიმონდ კარვერის მოთხრობების და პოემის მიხედვით გადაღებულ ფილმში მოგვითხრობს ამერიკის კულტურაზე. ეს არის იუმორისტული და ემოციური ისტორიები მრავალ პერსონაჟზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები