ძებნილი სტუდენტი -,,არ ველოდი, რომ ყველაფერს დავკარგავდი ჩვენი თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში”

სტუდენტური სახე

 

ჯოანა პალანი 23 წლის სტუდენტია დანიიდან, რომელმაც, გინდ დაიჯერეთ გინდ არა, 100-ზე მეტი ISIS-ის ბოევიკი მოკლა. სწორედ ამიტომაც ისლამურმა ხალიფატმა მის პოვნაზე ჯილდო –  1 მლნ დოლარის ოდენობით –  დააწესა.

ჯოანა, რომელიც ირანულ-ქურთული წარმოშობისაა, რამადის (ერაყი) ლტოლვილთა ბანაკში დაიბადა. პირველად იარაღი დანიელმა გოგონამ 9 წლის ასაკში, პირველი ყურის ომის დროს, აიღო. 2014 წელს კი მან კოლეჯი და კოპენჰაგენი მიატოვა და სირიაში წავიდა საბრძოლველად. ასადის რეჟიმთან დაპირისპირების შემდეგ იგი ISIS-თან ბრძოლაში ჩაერთო. ჯოანა სირიის ქალაქ კობანში იბრძოდა, ქურთების სახალხო დაცვის ერთეულში (YPG), სწორედ მისი დახმარებით გათავისუფლდა იეზიდი გოგოები, რომლებიც სექსუალური მსხვერპლნი იყვნენ.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

მას საკუთარ რეგიონში მგზავრობა აეკრძალა და პასპორტი ჩამოერთვა მას შემდეგ, რაც ჯოანას ქმედებები დანიის ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი. გოგონა ფიქრობს, რომ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება მას ტერორისტებთან აიგივებს, ამიტომაც იგი მუდმივად იმალება და იცვლის საცხოვრებელ ადგილს, რეპრესიის შიშით.

,,ვწუხვარ, რომ ვარღვევ კანონს, მაგრამ ჩემი აზრით, არ მქონდა სხვა არჩევანი იმ დროს. მათ გარისკეს ჩემი ცხოვრება, ახლა ჩემი თავისუფლების წაღება უნდათ. მე არ ველოდი, რომ თითქმის ყველაფერს დავკარგავდი ჩვენი თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში”,- აცხადებს ჯოანა.

,,1 მილიონი დოლარი დააწესეს ჩემს პოვნაზე, შესაძლოა დანიაში დამიჭირონ და მომკლან კიდეც.”

student-sniper-isis-joanna-palani-3

მან დაწერა საკუთარი ,,ფეისბუკის” გვერდზე, რომ ინსპირაციის წყარო იყო –  ბრძოლა ქალთა უფლებებისთვის, დემოკრატიისთვის  – იმ ევროპული ღირებულებებისთვის, რომლებიც ისწავლა როგორც დანიელმა გოგონამ.”

student-sniper-isis-joanna-palani-4

როცა დაბრუნება სცადა 3 კვირით დააკავეს დანიის უდიდეს ციხეში.

student-sniper-isis-joanna-palani-5

,,როგორც სნაიპერი მე შეიძლება ფრონტის ხაზი ცხრა დღე ვიყო ზედიზედ. ამ დროს უნდა იყო ძალიან მომთმენი, უნდა შეგეძლოს ფოკუსირება და არ უნდა დაკარგო კონცენტრაცია არც ერთ მომენტში.”

student-sniper-isis-joanna-palani-10

მას არ ტოვებენ თანამებრძოლები. მან დაარღვია კანონი და ახლა ერაყშია. იგი ღამით 7 საათის განმავლობაში დადიოდა იმისთვის, რომ სირიის საზღვარი გადაეკვეთა.

student-sniper-isis-joanna-palani-18

student-sniper-isis-joanna-palani-25 student-sniper-isis-joanna-palani-26 student-sniper-isis-joanna-palani-34

წყარო: www.boredpanda.com

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები