მსოფლიოში, რომელიც სწრაფად ვითარდება და მასიურ ცვლილებებს განოცდის, მნიშვნელოვანი მისია ენის სწრაფ შესწავლას ეკისრება. რაც შეეხება სწრაფად შესწავლის უნარს, ეს მხოლოდ ძლიერ მონდომებასა და პატარ-პატარა ხრიკებზეა დამოკიდებული. უცხოელი ექსპერტების აზრით, ყველაზე გავრცელებულ შეცდომა ენის მარტო, საკუთარი შესაძლებლობებით, სწავლაა.
მსოფლიოში უკვე ისწავლება ენის სწრაფად შესწავლის უნარები ენის ექსპერტებისგან. ისინი ფლობენ ენის შესწავლის საიდუმლოს. გთავაზობთ 10 ენის ექსპერტისგან, ენების სწრაფად შესასწავლის გზებს.
☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼
,,არ მოძებნოთ ყველა უცნობი სიტყვა ლექსიკონსა თუ ინტერნეტში, ეცადეთ, ხშირი განმეორების შედეგად თავად მიხვიდეთ მის მნიშვნელობამდე, ასეთ შემთხვევაში ის გაგიჯდებათ მეხსიერებაში და არ გამოგივათ უბრალო დაზეპირება”, – ოლი რიჩარდსი.
,,განსაზღვრეთ სფეროს სპეციფიკა. ვთქვათ, ხვალ მიდიხართ სამოგზაუროთ, რისი ცოდნა დაგჭირდებათ ამ დროს? ვთქვათ, მიდიხართ შეხვედრაზე, რა უნდ აიცოდეთ? ეტაპობრივად, სიტუაციის შესაფერისად, განსაზღვრეთ სამიზნე, ეს გაგიმარტივებთ სწავლის პროცესს”,- მეთ კეფნის.
,,იმოქმედეთ ბავშვის მსგავსად. კვლევებმა აჩვენეს, რომ ბავშვები ყველაფერს უფრო მარტივად ითვისებენ ვიდრე ზრდასრულები. ამიტომ სიმულაცია ბავშვობაში დაბრუნების გაგიმარტივებთ ენის შესწავლას. მაგალითად, თუ მოდუნდებით, არ იფიქრებთ სწავლის აუცილებლობაზე, მზად იქნებით შეცდომებისთვის და ენას ისწავლით თამაშ-თამაშით, ბევრად იოლი იქნება”,- მეთიუ იალდენ.
,,ვისწავლოთ ენა ნულიდან აბსურდულია, მაშინ როცა უამრავი სიტყვა თავისთავად ხშირი მოსმენის შედეგად უკვე ვიცით, მაგალითად action, nation, solution, frustration, tradition, communication და ასეთი ათასობით. ამიტომ დაიწყეთ იქიდან, საიდანაც იცით. მოუძებნეთ თქვენთვის ნაცნობ სიტყვებს უცხოური შესატყვისები, ასე მარტივად შეძლებთ კავშირების დამყარებას ენებს შორის”,- ბენი ლევის.
,,გთავაზობთ 625 ძირითადი, მნიშვნელოვანი, სიტყვის ფოტოებიდან სწავლას. ასოციაციები და ფოტომეხსიერება ენის სწრაფად შესწავლის საუკეთსო გზაა”,- გაბრიელ ვაინერ.
,,პირველს, რასაც დამწყებებს ვურჩევ, არის თავიდანვე საუბრის დაწყება და საკუთარი მიზნების ახალი ენით გადმოცემა”,- ტიმ ფერისს.
,,იყავით აქტიურები. არასდროს დაყაროთ ფარ-ხმალი. გაიაზრეთ სწავლის პროცესში საკუთარი როლი და შეკითხვების დასმის მნიშვნელობა. ერთ-ერთი საუკეთესო გზა ამისთვის ვიდეო გაკვეთლებია”,- მენიშ სესი.
,,ყოველი ახალი რაღაცის სწავლისას გაიხსენეთ წინა ჯერზე ნასწავლი. ძველისა და ახალის არევა დაგეხმარებათ აზროვნების ვარჯიშსა და განვითარებაში”,- მელანიე პილონა.
,,მიეცით ნება ტექნოლოგიებს დაგეხმაროთ. მობილურ ტელეფონში ჩატვირთული სხვადასხვა აპლიკაცია ან ლექსიკონი დაგეხმარებათ ახალი სიტყვების ათვისებასა და განმეორებაში”,- კრისტიან აპარტა.
,,საუბარი, საუბარი და საუბარი. საიდუმლო და ხრიკი ახალი ენის მარტივად ათვისებაში არის მხოლოდ საათობით საუბარი ადამიანებთან. ეს უდრის 5 საათის მეცადინეობას კურსებზე ან მარტო, ონლაინ”,- მარკ მანსონ.