თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები შეწყვეტილია

აქტუალური

თსუ-ის პირველ კორპუსში ხმის მიცემის პროცესი შეწყვეტილია. ,,აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლები აუდიტორიების შესასვლელებთან დგანან და სტუდენტებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ.

ჩვენი ჟურნალისტის, ინფორმაციით, რომელიც ადგილზე იმყოფება, ,,აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლები იმყოფებიან როგორც პირველი კორპუსის შენობაში, ასევე ეზოშიც, სადაც თვითმმართველობის წევრებიც მობილიზებულები არიან. არსებული ინფორმაციით, ,,აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლები მე-2 კორპუსის პიკეტირებასაც გეგმავენ.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

,,აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ აქვთ კონკრეტული მოთხოვნები და მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს დროულად განახორციელონ ძირეული ცვლილებები განათლების სისტემაში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს თვითმმართველობის არჩევნების შედეგად თსუ-ის 20 615 სტუდენტს სტუდენტური თვითმმართველობის წევრები უნდა აერჩიათ. სულ უნივერსიტეტს 140 წევრისაგან შემდგარი სტუდენტური თვითმმართველობა უნდა ყავდეს.

თსუ-ის თვითმმართველობის არჩევნები „აუდიტორია 115“-ის პროტესტის ფონზე ჩატარდება

თსუ–ში თვითმმართველობის არჩევნები დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს

,,სტუდენტთა ამგვარი საქციელი უკეთეს შედეგს ვერ მოიტანს”- ალექსანდრე ჯეჯელავა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები