ყოველთვის გვიწევს იმაზე ფიქრი, დრო რას დავუთმოთ და როგორ მოვახერხოთ ამ დროის განაწილება ისე, რომ ყველაფერი მოვასწრთ. ეს ფიქრი კიდევ უფრო გამძაფრებულად მოდის, როდესაც სტუდენტი ხარ და ერთდროულად წასაკითხი გაქვს 10-ობით გვერდი, გასაკეთებელი გაქვს კვლევითი პრეზენტაცია ან უნდა მოემზადო გამოცდებისთვის. გთავაზობთ 7 ყველაზე ეფექტურ დროის მენეჯმენტს, რომლებიც რეალურად დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო და ენერგია და გააკეთოთ იმაზე მეტი რამ, რასაც მანამდე ვერ ახერხებდით.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
- იცით რა უნდა გააკეთოთ? – პირველი, რაც დროის ტყუილად ხარჯვისგან განგათავისუფლებთ სიის გაკეთებაა. ჩამოწერეთ ყველა ის აქტივობა, რასაც დღის განმავლობაში გეგმავთ. თანმიმდევრობა დაიცავით მათი პრიორიტეტულობიდან გამომდინარე.
- შექმენით ცხოვრების გრაფიკი – მობილური ტელეფონის დახმარებით საათობრივად დაგეგმეთ თქვენი ყოველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. არ დაგავიწყდეთ, ძილი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ მხრივაც დაიხმარეთ მობილური და აკონტროლეთ რომ გძინავდეთ 7-8 საათი ღამეში.
- იყავი მოქნილი, მაგრამ რეალისტი – საათობით გიწევთ უნივერსიტეტში ყოფნა და სახლში მეცადინეობა. ზოგჯერ რაღაცის კეთება იმაზე მეტ დროს მოითხოვს ვიდრე გგონიათ. ამიტომ ეცადეთ დრო ზუსტად და ჭკვიანურად გაანაწილოთ მნიშვნელოვანიდან ნაკლებ მნიშვნელოვან ქმედებებზე.
- დაუთმეთ დრო გეგმას, თავიდან რომ აირიდოთ განმეორება – დროის დაკარგვას ერთსა და იმავე საკითხის ძებნაზე, ჯობია დრო დაუთმოთ გეგმის შედგენას. ჯერ კარგად დაფიქრდით, რა გინდათ რომ გააკეთოთ, შემდეგ შეადგინეთ გეგმა და გაუკეთეთ მინიშნებები. ეს დაგეხმარებათ მიზნის სწრაფ მიღწევასა და დროის უდანაკარგოდ გამოყენებაში.
- მოერიდეთ გაჭიანურებას და განადგურებას – ერთ-ერთი გზა გაჭიანურებისა და განადგურების თავიდან ასაცილებლად არის იმაზე ფიქრი, თუ სად და როგორ იქნებოდით უფრო პროდიქტიულები და რაზე უნდა გააკეთოთ ფოკუსირება. შესაძლოა სხვებთ ერთად მეცადინეობამ აგიმაღლოთ მოტივაცია, დაგანახოთ სწორი მიმართულება და სწავლისთვის დახარჯოთ ნაკლები დრო.
- სავარჯიშოების კეთება დასვენების დროს გაგიწაფავთ ხელსა და ზროვნებას – ალბათ, დაიჯერებთ, რომ დასვენების დროს, როდესაც ტვინი მოდუნებულია, 10 წუთი გონების ვარჯიში დაგეხმარებათ გაზარდოთ თქვენი შესაძლებლობები და შემდეგში მსგავსი ტიპის სავარჯიშოებს ნაკლები დრო მოახმაროთ.
- არის თქვენი ორგანიზაციულობა ეფექტური? – ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის შესრულების შემდეგ დააკვირდით, არის თქვენი ორგანიზაციული ნიჭი ეფექტური? კარგად გაართვით თავი მოცემულ დავალებებს? დაგრჩათ საკმარისი დრო მეგობრებთან და ახლობლებთან გართობისთვის. გააგრძელეთ მუშაობა თქვენს თავზე და შედეგს აუცილებლად დაინახავთ.