ქართველი სტუდენტის ნამუშევარი ჰოლანდიის დიზაინის კვირეულზეა წარდგენილი

სტუდენტური სახე

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტის თამარ ცანავას ნამუშევარი – Tesla Renewable Energy Tower- ჰოლანდიის დიზაინის კვირეულზეა წარდგენილი, როგორც საუკეთესო ნამუშევარი ეინდჰოვენის ტექნიკური უნივერსიტეტიდან.

ჰოლანდიის დიზაინის კვირეული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა ნიდერნალდებში, სადაც 10 დღის განმავლობაში გამოფენილია ჰოლანდიის მასშტაბით საუკეთესო ნამუშევრები დიზაინის სფეროში. მთავარი აქცენტი ინოვაციებსა და ახალ ხედვაზე კეთდება.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

თამარის ნამუშევარი 10 დღის განმავლობაში გამოფენილი იქნება ჰოლანდიური დიზაინის კვირეულის მთავარ დარბაზში – Klockgebouw, სექციაში მომავლის ქალაქი: Future cities > Mind the step > Dutch Design Week 2016.

 

წყარო: განათლების საერთაშორისო ცენტრი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები