Secrets of the Soul: The archetype. Neurosis. Libido
სერიალის 18 ეპიზოდი ეძღვნება ფსიქოანალიზის თემაზე მომუშავე ფსიქოლოგებსა და მეცნიერებს. სერიალში თქვენ გაეცნობით ფსიქოლოგიურ თეორიებს და ასევე იხილავთ ყველაზე საინერესო ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტებსაც.
In the Universe with Stephen Hawking
სერიალში მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი სტეფან ჰოუკინგი ცდილობს პასუხი სამყაროსა და კოსმოსის შესახებ დასმულ კითხვებზე. იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ ასტრონომიით არ ინტერესდებით, სერიალი იმდენად ჩამთრევია, რომ აუცილებლად გაგიჩნდებათ ინტერესი სამყაროს განვითარების მისტერიული საკითხების მიმართ.
Brain. Secrets of consciousness
BBC-ის ეს სერიალი ადამიანის გონების მუშაობის შესახებ ინფორმაციას გაგაცნობთ. სერიალში იხილავთ თუ როგორია ადამიანების ქცევა ამა თუ იმ სიტუაციაში და რა განსაზღვრავს მის ქცევას გონებაში და გონებრივი მუშაობის სხვა საკითხებს.
The power of art
აღნიშნული სერიალი გამოირჩევა იმით, რომ არის ძალიან სანახაობრივი, საინტერესო და ზედმიწევნით აღწერს ისტორიულ ფაქტებს. სერიალის ჩვენება რეკომენდირებულია სკოლის ასაკის ბავშვებისათვის, მისი ინფორმატიულობიდან გამომდინარე.
☼ გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
Through space and time with Morgan Freeman
აღნიშნულმა სერიალმა უკვე დაიმსახურა მილიონობით მაყურებლის მოწონება. მისი ძირითადი თემა კაცობრიობის ყველაზე ამოუხსნელ კითხვებზე პასუხის მოძიებაა. სერიალში მრავლად გვხვდება ინტერვიუები, საინტერესო მაგალითები და თეორიები სამყაროსა და სამყაროს შექმნის შესახებ.
Lost worlds
ამ სერიალის ყურება დროის საინტერესოდ გატარებას გპირდებათ, რადგანაც აქ მოთხრობილია კაცობრიობის ყველაზე დიდ საიდუმლოებებზე ეგვიპტის ანტიკური ეპოქიდან ცივი ომის ჩათვლით.
The Supersizers …
სერიალის მთავარი გმირი მოგზაურობს ბრიტანეთის ისტორიის სხვადასხვა ეპოქაში და ეცნობა იმ პერიოდის კულინარიას. ასე რომ თუ ისტორია და კულინარია გიზიდავთ, აუცილებლად უყურეთ ამ სერიალს.
Food factory
ეს სერიალი გაგიმხელთ თუ როგორ მზადდება მსოფლიოში განთქმული ესა თუ ის კერძი, რა საიდუმლო იმალება მათი მომზადების პროცესში და ასევე გაგიქარწყლებთ მითებს ზოგიერთი კერძის დამზადების პროცესთნ ან ინგრედიენტებთან დაკავშირებით.
გაითვალისწინეთ რომ ამ სერიალს მშიერ კუჭზე არ უნდა უყუროთ!
Extinction!
სერიალი მოგვითხრობს ამოუცნობი ფაქტების შესახებ, რომლებიც დღემდე ამოუხსნელია მეცნიერებისთვისაც. სერიალში ნაჩვენებია უნიკალური დოკუმენტური მასალა.
Black mirror
სერიალი მოგვითხრობს თანამედროვე ტექნოლოგიების და ადამიანების ურთიერთობების შესახებ.
წყარო: adme.ru