1.იარეთ იმავე სიჩქარით, რომლითაც გარშემო მყოფნი დადიან.
ბოსტონის უნივერსიტეტის მარკეტინგის პროფესორის ჩატარებული კვლევის თანახმად, თუ თქვენ სხვებზე უფრო სწრაფად, ან უფრო ნელა დადიხართ, ადამიანებს გარშემო თქვენს ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე უფრო დაბალი წარმოდგენა ექნება.
2.ატარეთ მსხვილი სათვალეები.
ვენის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, სათვალეების ტარებისას თქვენ ნაკლებად მომხიბვლელნი, მაგრამ უფრო ჭკვიანნი გამოჩნდებით.
3.წერეთ მარტივად.
პრინსტონის უნივერსიტეტის 2012 წლის კვლევის შედეებმა ცხადყვეს, იმისთვის, რომ უფრო ინტელექტუალურნი გამოჩნდეთ რთული, კომპლექსური სიტყვების უხერხულად გამოყენებას, სჯობს მარტივი ენით წეროთ.
4.გამოიყენეთ გრაფიკები.
კორნელის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანებს უფრო მეცნიერულად და შესაბამისად ჭკვიანურად მიაჩნიათ ტექსტი, როდესაც მას თან ახლავს გრაფიკი.
5.იყავით ექსპრესიულები სიტყვით გამოსვლისას.
მონოტონური საუბარი მოსაწყენია.
6.ჩაცმულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ფორმალურად ჩაცმული ადამიანები უფრო ერუდირებულების შთაბეჭდილებას ტოვებენ, ეს ისედაც ცნობილი ფაქტი კიდევ ერთხელ დამტკიცდა 2012 წლის კვლევის შედეგად, სადაც გამოვლინდა, რომ თეთრი ჟაკეტები და მოსაცმელებიც იმავენაირად მოქმედებს, ვინაიდან ექიმებთან და მეცნიერებთა იწვევს ასოციაციებს.
7. გაიღიმეთ.
დებულება, რომ სულ მხოლოდ სულელი იღიმის, სინამდვილეში მცდარია. 2014 წელს პრაღაში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ მოღიმარე ადამიანები უფრო ინტელექტუალურ შთაბეჭდილებას ტოვებენ.
8.მოიშორეთ პირსინგი სახიდან.
პირსინგი შეიძლება გამბედაობისა დათვისუფლების დატვირთვას ატარებდეს, მაგრამ ერთი შეხედვით თქვენი ინტელექტის შეფასებისას, მას უთუოდ უარყოფითი გავლენა აქვს.
9.იხუმრეთ და იყავით მხიარულნი.
იუმორის გრძნობა შეიძლება ჭკვიან ადამიანზე მიუთითებდეს.
10.ყოველთვის აღიარეთ თუ რაღაცა არ იცით.
მოერიდეთ იმ თემებზე საუბარს, რომლებშიც კომპეტენტური არ ხართ, დაიმახსოვრეთ “დუმილი ოქროა” და ნურასდროს მოგერიდებათ კითხვის დასმა.