როგორ გავიჩინოთ მეგობრები სწავლის პირველივე დღეებში?

სასარგებლო რჩევები

ჩვენი ქვეყნის მასშტაბებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტში ჩაბარებისას თითქმის გამორიცხულია, რომ ერთი ნაცნობი მაინც ვერ გამონახოთ, მაგრამ თუ არ გაგიმართლათ, თავს მარტოსულად გრძნობთ და გინდათ დაუვიწყარი წლები გაატაროთ ახალი მეგობრების წრეში მაშინ შემდეგი რჩევები გამოგადგებათ.

  • კარგი იქნება ადამიანების გაცნობა სწავლის დაწყებამდე, რისი გაკეთებაც შესაძლებელია სხვადასხვა ჯგუფებსა და უნივერსიტეტების ფორუმებზე.
  • არ გამოტოვოთ “welcome party”-ები და მსგავსი ღონისძიებები.
  • გაატარეთ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე რაც შეიძლება მეტი დრო.
  • ნუ შეგეშინდებათ საუბრის გაბმის.
  • იმეცადინეთ კამპუსში.
  • მონაწილეობა მიიღეთ განსხვავებულ აქტივობებში, ჩაეწერეთ რომელიმე წრეში.
  • არ იქნება ურიგო კამპუსს ეწვიოთ სწავლის დაწყებამდე.
  • ყოველთვის გაიცანით გვერძე მჯდომი.
  • გამოიჩინეთ ინიციატივა.
  • არ დანებდეთ და იყავით პოზიტიურნი.
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები