როგორ ვისწავლოთ ინგლისური სიმღერების დახმარებით

სასარგებლო რჩევები

მეცნიერული კვლევებით დადასტურდა რომ ინგლისური ენის და ზოგადად ენის შესწავლა სიმღერების დახმარებით უფრო მეტად აადვილებს ენის ათვისებას და ლექსიკის გამდიდრებას. ეს მეთოდი დავალებების კეთებაზე გაცილებით სასიამოვნოცაა და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ხელს უწყობს სასაუბრო ფრაზეოლოგიის და ლექსიკის ათვისებას, რადგან ტექსტები როგორც წესი არ არის დაწერილი ლიტერატურული ენით, ასე რომ თუ ენის სასაუბრო დონეზე შესწავლა გსურთ უსმინეთ ინგლისურენოვან სიმღერებს.

ინგლისურენოვანი სიმღერების მოსმენა ასევე ხელს შეგიწყობთ ყური შეაჩვიოთ და ადვილად დაიმახსოვროთ თუ როგორ წარმოითქმის ესა თუ ის სიტყვა.

ალბათ ყველას გვქონია შემთხვევა, როცა ერთ სიმღერას ავიჩემებთ და გონებაში ჩვენდაუნებურად გვიტრიალებს. ამ დროს ხშირად ვღიზიანდებით, მაგრამ გეტყვით რომ ეს მომენტი შეიძლება თქვენთვის სასარგებლოდ გექცეთ და აჩემებული სიმღერის ტექსტით ახალი სიტყვები აითვისოთ.

ასევე ენის ამ მეთოდით შესწავლისას შეგვიძლია დავიხმაროთ ჩვენი ემოციები, რადგანაც თითოეული სიმღერა მოსმენისას სხვადასხვა ემოციას აღგვიძრავს, შესაბამისად ეს გვეხმარება ყველა სიმღერის მიმართ შხვადასხვა დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდეს და ტექსტის ათვისება-გაგებაშიც სასიკეთო როლს თამაშობს.

☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼

როგორც წესი ენის სწავლა დამატებით დროს და ძალისხმევას მოითხოვს, სიმღერებით შესწავლისას კი ადვილად შეგიძლიათ მათ თითქმის ნებისმიერ ადგილას უსმინოთ, იქნება ეს სახლი, ტრანსპორტი თუ სამსახური.

აქვე გთავაზობთ რამდენიმე ინგლისურენოვან სიმღერას, რომლებიც ენის ასათვისებლად გამოგადგებათ:

 

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები