,,სწავლის გარდა ვმღერი, უფრო სწორად, სიმღერის გარდა ვსწავლობ“,- გვანცა გეგეჭკორი

ინტერვიუ

მსგავსებას ნინი შერმანდინსა და გვანცა გეგეჭკორს შორის არაერთი ადამიანი ამჩნევს. არა მხოლოდ წითური თმა და ცისფერი თვალებია მათი მსგავსების მიზეზი, არამედ ვოკალური მონაცემებიც. კიდევ ერთი მომღერალი, რომელთანაც მას ხშირად აკავშირებენ მარიკო ებრალიძეა, უცხოელი მეგობრები კი მას ქეით უინსლეტს ამსგავსებენ. გვანცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის, მესამე კურსზე, სწავლობს.

collage

როგორც გვანცა ამბობს, ყოველთვის უყვარდა ინგლისური ენა და იზიდავდა ბრიტანეთის კულტურა, არჩევანი სწორედ ამ მიმართულებით გააკეთა და დღეს ორ ენას_ ინგლისურსა და თურქულს ეუფლება.

,,ჩვენს ქვეყანაში ძირითადი ენები, მაინც, ინგლისური და რუსულია. რუსული არ ვიცი და არც არასდროს მქონია სწავლის სურვილი. გამომდინარე აქედან, არ მინდოდა მხოლოდ ერთ ენაზე შევჩერებულიყავი და აი უკვე 1 წელია თურქული ავირჩიე მეორე სასწავლო ენად. აღმოვაჩინე, რომ ენების სწავლა დიდ სიამოვნებას მანიჭებს“, – აღნიშნა გვანცამ.

IMG_5304

სწავლის გარდა მღერის, უფრო სწორად, როგორც თავად ამბობს, გარდა სიმღერისა სწავლობს. ასევე უკრავს პიანინოსა და გიტარაზე. სიმღერა ბავშვობიდან დაიწყო და მისი პირველი ანსამბლი ,,ლარგო“ იყო.

,,ჩემს ოჯახში არავინ მღერის, ამიტომ ვერ ვიტყვი რომ ეს ნიჭი გენეტიკურია. თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ამ უნარის აღმოჩენასა და განვითრაებაში რაღაც წვილი შეიტანეს. ჩემს მეზობლად ცხოვრობს ჩვენი ნათესავების ოჯახი, რომლის ყველა წევრი მღერის, მთელი ბავშვობა მეც მათთან გავატარე და შედეგიც სახეზეა’’,- გვითხრა მან.

,,იქს ფაქტორი“ და ,,The Voice“_ ის პროექტებია, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო და საკუთარი ძალები მოსინჯა.

,,ვიყავი რამდენიმე პროექტში, არ გამიმართლა-თქო ვერ ვიტყვი იმიტომ, რომ რეალურად გადავედი შემდეგ ეტაპზე, თუმცა შემდეგ რა მოხდა არ ვიცი, არც აჩვენეს ჩემი ნამღერი და ამით მორჩა“,- აღნიშნა გვანცამ.

ძირითადად მეგობრების წრეში მღერის, თუმცა არის შემთხვევები, როცა  ურეკავენ და მცირე კონცერტებზე იწვევენ. მისი საყვარელი ჟანრი ჯაზი და პოპია, თუმცა როკსაც ასრულებს, მართალია იშვიათად, მაგრამ საკუთარი ინტერპრეტაციით. რამდენიმე სიმღერის ავტორიცაა, თუმცა პრემიერა მხოლოდ მეგობრების წრეში ჰქონდა.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იგი წელს, სტუდენტურ დღეებზე, ილიაუნის სახელით, ილია აბესაძესთან ერთად დუეტით წარდგა.

,,ახლახანს ვიყავი გასული სტუდენტურ დღეებზე ილიასთან ერთად და გავიმარჯვეთ ჩვენს ნომინაციაში_ თანამედროვე სიმღერის საუკეთესო დუეტი“.

13490661_1145143688839029_8443356930557284050_o

მის ცხოვრებაში პირველი ადგილი ოჯახსა და მეგობრებს უჭირავთ.

,,ზოგადად, მუსიკაც ძალიან მოწინავეა, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც უფრო მნიშვნელოვანი ჩემი განათლებაა და ზოგადად, ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს ამას. თუმცა მინდა, რომ სწორად გაიგოთ, ორივეს აქვს თავისი ადგილი და დრო“,- ამბობს გვანცა.

საკუთარ თავს კრიტიკულად აფასებს და ამბობს, რომ ძალიან მშიშარაა. აშინებს ისეთი რაღაცები, რაც სხვებისთვის წარმოუდგენელია, მაგალითად ფრინველები. საკუთარ თავში არ მოსწონს ხასიათის ცვალებადობა, რასაც მის ზოდიაქოს ნიშანს, ტყუპებს, მიაწერს. საკუთარ სუსტ წერტილად კი წყობილებიდან გამოყანას ასახელებს, ამას კი შემდეგი მიზეზით ხსნის: ,,წყობლებიდან მარტივად გამოვყავარ ადამიანის დამცირებას. ვერ ვიტან, როცა ადამიანებს ჩაგრავენ.“

ადამიანებში ყველაზე მეტად ერთგულებასა და ყურადღებას აფასებს. ცხოვრება კი მისი საუკეთესო მეგობრების გარეშე ვერ წარმოუდგენია. მიუხედავად ამის, როდესაც თავს ცუდად გრძნობს, მარტო ყოფნა ურჩევნია. როგორც თავად ამბობს, არასდროს არაფერი უნანია, რადგან მისთვის ყველა ნაბიჯი, წარმატებული თუ წარუმატებელი, ცხოვრებისეული გამოცდილების მომტანი იყო.

გვანცას ერთი წელი დარჩა სწავლის დამთავრებამდე და ცდილობს უნივერსიტეტი წარჩინებულად დაამთავროს. შემდეგ საზღვარგარეთ, მაგისტრატურაზე აპირებს სწავლის გაგრძელებას, თუ ვერ მოახერხებს იქ სწავლას, ისევ საქართველოში მიიღებს განათლებას.

IMG_5329

,,მუსიკასთან დაკავშირებული მცირე გეგმებიც მაქვს, კონკრეტული არაფერი, თუმცა სულ მინდა, რომ რაღაც ღონისძიებები მოვაწყო, რომელზეც  ჩემს უნიჭიერეს მეგობრებთან ერთად ვიმღერებ“,- აღნიშნავს გვანცა.

https://www.youtube.com/watch?v=XbEeSvVUIA4

ავტორი: ნათია დაშნიანი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები