სტუდენტობა ცხოვრების ის პერიოდია, როდესაც კოლოსალური მასალის წაკითხვა გარდაუვალია. ბუნებრივია, ყველას გვსურს რაც შეიძლება ნაკლები დრო დავხარჯოთ მსგავს რუტინაზე და მეტი სხვადასხვა სახის აქტივობაზე, რომელიც საათობით მაგიდასთან წიგნით ხელში ჯდომას არ მოიცავს. ამისთვის გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რათა დაზოგოთ თქვენი ძვირფასი დრო.
- წაიკითხეთ პარაგრაფის მხოლოდ პირველი წინადადება.კარგი ავტორები, ყოველთვის იწყებენ ახალი თავის წერას იმით, რომ გვიყვებიან, თუ რის შესახებ აპირებენ თხრობას. პირველი წინადადების წაკითხვისას თქვენ გაიგებთ შეიცავს აბზაცი იმ ინფორმაციას, რომელიც თქვენ გჭირდებათ თუ არა. ეს რჩევა სასარგებლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ არალიტერატურულ ნაწარმოებს კითხულობთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ გამოტოვებთ მნიშვნელოვან დეტალებს.
- გადადით პარაგრაფის უკანასკნელ წინადადებაზე.უკანასკნელი წინადადება სწორედ ერთგვარი შეჯამებაა იმისა თუ რა ხდება თავში და შესაბამისად გამოგადგებათ გარკვეული დასკვნების გამოტანაში.
- წაიკითხეთ ფრაზები. როდესაც პირველ და უკანასკნელ წინადადებას წაიკითხავთ მოძებნეთ ტექსტში მთავარი აზრის მატარებელი წინადადებები.
- გამოტოვეთ მოკლე სიტყვები. გამოტოვეთ კავშირები და ზმნისზედები თქვენ ისინი არ გჭირდებათ
- დააფიქსირეთ თქვენი აზრები ველზე. თუ თქვენ წიგნებში წერის წინააღმდეგნი ხართ გამოიყენეთ ფანქარი, ან დამატებითი ფურცელი. შემდეგ კი უბრალოდ გადაიკითხეთ თქვენი ნააზრევი.
- იპოვეთ საკვანძო სიტყვები.ყოველთვის გადაიკითხეთ პასაჟები, სადაც გხვდებათ საკვანძო სიტყვები, ეს დაგეხმარებათ ინფორმაციის სწრაფად ათვისებაში.
- წაიკითხეთ მოსახერხებელ პოზაში. თუ თქვენ არასწორად ზიხართ თქვენი სხეული ხარჯავს მეტ ენერგიას სუნთქვისთვის. დაასვენეთ სხეული და დაბრძანდით ისეთ პოზაში, რომ მოახერხოთ უფრო დიდხანს ქმედითუნარიანი დარჩეთ.
- ივარჯიშეთ! ივარჯიშეთ! ამ შემთხვევაში ვარჯიში პირდაპირი გაგებით არ აღიქვათ. აქ კითხვაში გაწაფვა იგულისხმება. შეეცადეთ მაშინ გამოსცადოთ ეს მეთოდი,როდესაც დედლაინი არ გაქვთ.