დარწმუნებული ვარ, ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც გამართლებულად თუ გაუმართლებლად მოგვჩვენებია, რომ კონკრეტულ ლექტორს გულზე არ ვეხატებით. ყველაზე ხშირად მსგავსი დასკვნები დაფუძნებულია ლექტორის რეაქციაზე, ამა თუ იმ კითხვაზე პასუხისას, ზოგჯერ ეს დასკვნა იბადება შეფასებაზე დაყრდნობით, ყველაზე ხშირად კი უბრალოდ სტუდენტის შეგრძნებაზეა დაფუძნებული.
კომპრომისის საპოვნელად, უპირველეს ყოვლისა, უკან დაიხიეთ. ის შანსი, რომ თქვენი პროფესორი მართლაც ვერ გიტანთ, საკმაოდ მცირეა, მას შეიძლება არ მოსწონდეს თქვენი საგნისადმი დამოკიდებულება, შესაძლოა იგი უბრალოდ არ იყოს თქვენს აზრთან სოლიდარული. სავარაუდოა, რომ თვენ უბრალოდ საერთო ენა ვერ გამონახეთ. შეეცადეთ დროში დაბრუნდეთ და გაიხსენოთ თუ როდის დაიძაბა თქვენს შორის ურთიერთობა, შეეცადეთ გაანალიზოთ ყველაფერი ერთგვარი ობიექტურობის პრიზმიდან, დააკვირდით მარტო თქვენ თუ გექცევიან უსამართლოდ.
იმ შემთხვევაში, თუ მაინც თქვენს აზრზე დარჩით, დაფიქრდით პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალებაზე. იმის შემდეგ, რაც დარწმუნდით, რომ თქვენი პროფესორი ნამდვილად უსამართლოდ გეპყრობათ, უნდა გააკეთოთ არჩევანი. შეგიძიათ კიდევ რამდენიმე კვირის გაძლება? თუ თქვენ გეშინიათ რომ არაობიექტურობის გამო თქვენ დამსახურებულ ქულას ვერ მიიღებთ? ამ შემთხვეაში რამდენიმე ვარიანტი გაქვთ, თქვენ შეგიძლიათ ჩააგდოთ საგანი, გადახვიდეთ სხვა ლექტორთნ სასემინარო ჯგუფში. ზემოთხსენებული რადიკალური ქმედებების განხორციელებას კი სჯობს სთხოვოთ თანაჯგუფელებსა თუ მეგობრებს დაგეხმარონ, ლექტორს თქვენზე აზრი შეაცვლევინონ. იშრომეთ მეტი და დაანახეთ პედაგოგს, რომ თქვენ ნამდვილად დაინტერესებული ხართ მის საგანში და პრობლემა აუცილებლად გადაიჭრება.