სახელმძღვანელოს კითხვა ალბათ ყველაზე რთული რამაა სტუდენტისთვის. თუ თქვენ ჩაეჭიდეთ გაუგებარ მასალას და გარკვეული სირთულეები შეგექმნათ, ეს რჩევები სწორედ თქვენთვისაა.
წაიკითხეთ ხმამაღლა. ხმამაღალი კითხვა ამარტივებს წაკითხულის გაგებას და ხელს უწყობს ინფორმაციის ხანგრძლივ შენახვას. ასევე იგი ეხმარება ტვინს ტექსტის უკეთ დამუშავებასა და დამახსოვრებაში.
შეცვალეთ პოზა. სახელმძღვანელოს აბზაცების კითხვა ძალიან მალე ხდება მოსაწყენი, ერთ მყუდრო პოზაში მოთავსება კი უფრო აერთფეროვნებს სწავლის პროცესს. წაიკითხეთ ცოტახანი ფეხზე დამდგარი, ან შეცვალეთ თქვენი ადგილმდებარეობა დროდადრო.
გადაიკითხეთ ტექსტი. ყოველი ახალი წაკითხვის შემდეგ თქვენ გაიგებთ რაიმე ახალს, დაიმახსოვრებთ მეტ ინფორმაციას და უფრო მარტივად გაიგებთ ტექსტს.
მოძებნეთ საკვანძო სიტყვები. წაიკითხეთ წინადადებები ზედსართავებისა და ზმნისზედების გარეშე. ეს დაგეხმარებათ პირდაპირ მთავარ სათქმელამდე მისვლასა და ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამახსოვრებაში.
გადაახტით ტექსტს. ზოგჯერ ძალიან სასარგებლოა ტექსტში სხვადასხვა თავებისა თუ აბზაცების ქაოტურად კითხვა. მაგალითად ჯერ თავის ბოლოში არსებული დასკვნის წაკითხვამ შეიძლება გაამძაფროს ყურადღება და მოგცეთ ერთგვარი გეზი თავში განხილული საკითხის უკეთ გასაგებად.
მონიშნეთ ტექსტი. როდესაც თქვენ მიხვედით იმ აბზაცამდე, რომელსაც უბრალოდ ვერ ითვისებთ, გახაზეთ ან მონიშნეთ ტექსტი. კითხვის დამთავრებისთანავე თქვენ დაგიგროვდებათ რამდენიმე ნიშნული, რომელთა მიხედვითაც შეძლებთ ლექტორს თქვენთვის საინტერესო კითხვები დაუსვათ.
შეისვენეთ. როდესაც ხვდებით, რომ თქვენი მუშაობა არაპროდუქტიული ხდება, შეისვენეთ და დაუბრუნდით ტექსტს მოგვიანებით, დასვენებული თვალებით.
გამოიყენეთ ინტერნეტი. დღევანდელ დღეს ქსელში ყველა სახის ინფორმაცია მოიპოვება, ასე რომ, როდესაც რამე არ გესმით უბრალოდ “დაგუგლეთ”.