საჭირო მასალა:
- ერთი ცალი ძველი ჯინსი
- ორი ცალი ელვა – ერთი გრძელი, ერთი მოკლე (დაახლოებით იმ ზომების, როგორიც სურათზეა გამოსახული)
- ყვავილებიანი ნაჭერი (შეარჩიეთ გემოვნების მიხედვით)
- ძველი ნაჭერი სარჩულისთვის
- მცირე ზომის ტყავის ნაჭერი (შეგიძლიათ, ჩაანაცვლოთ სადა ფერის მყარი ნაჭრით)
- ნემს, ძაფსა და მაკრატელს არ მივუთითებთ. უი, უკვე მივუთითე 🙂
პირველი ნაბიჯი: დავჭრათ ნაჭრები ფოტოზე მითითებული ზომების გათვალისწინებით, ან პროპორციულად მოუმატეთ ყველა ნაწილს თქვენთვის სასურველი ზომა.
მეორე ნაბიჯი: ვიწყებთ დაჭრილი ნაჭრების ერთმანეთზე მიკერებას. მიყევით ფოტოზე ნაჩვენებ ინსტრუქციას. თუ კარგად ვერ ხედავთ, დააჭირეთ ფოტოს და ფართოდ გაიხსნება.
მესამე ნაბიჯი: მას შემდეგ, რაც სარჩულის შეკერვას დავასრულებთ, ახალ ეტაპზე გადავდივართ და ვიწყებთ ჩანთის წინა ჯიბის მომზადებას.
მეოთხე ნაბიჯი: ახლა კი, სარჩული შევუკეროთ წინა ჯიბეს.
მეხუთე ნაბიჯი: სარჩულის ერთ მხარეს მოვაჭრათ ორ სანტიმეტრამდე სიგანის ნაჭერი რომ ელვა მასში ზუსტად ჩაჯდეს.
მეექვსე ნაბიჯი: ვიწყებთ ჩანთის წინა მხარეზე წინა ჯიბის მიკერებას.
მეშვიდე ნაბიჯი: ახლა კი, ვიწყებთ ჩანთის უკანა ნაწილის შეკერვას.
მერვე ნაბიჯი: დავაკეროთ ხელსაკიდი და დავაუთოოთ უკვე შეკერილი ნაწილები.
მეცხრე ნაბიჯი: დავაკეროთ საკიდები ჩანდაზე და ამის შემდეგ, გამოვაკეროთ სარჩული.
მეათე ნაბიჯი: ახლა, დროა, ელვა გამოვაკეროთ ჩანთას და ორი ნაწილი ერთმანეთს მივაკეროთ.
ბოლო ნაბიჯი: გადმოვაბრუნოთ ჩანთა 🙂