კოკა გოგიჩაშვილი – ქართველი სტუდენტი თურქეთიდან

ინტერვიუ

კოკა გოგიჩაშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია, მომავალი ნეიროქირურგი. მერვე სასწავლო სემესტრს თურქეთში აგრძელებს, ჩუკუროვას უნივერსტეტში. თურქეთში MEVLANA-ს გაცვლით პროგრამით მოხვდა და უკვე, ორი თვეა, რაც ჩუკუროვას უნივერსიტეტის სტუდენტია. როგორც ამბობს, ძირითადად, კლინიკაშია და სწავლასთან ერთად პრაქტიკას გადის.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼  

12895281_1007696429310698_1370890997_n“ყოველთვს ვოცნებობდი საზღვარგარეთ, და მით უმეტეს, თურქეთში სწავლაზე, რადგან, როგორც იცით, მედიცინის მხრივ თურქეთი მსოფლიოს ქვეყნების სამეულში შედის. მართლაც ძალიან განვითარებული სფეროა მედიცინა და დიდი ყურადღება ექცევა ჯანდაცვას. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, მიმეღო მონაწილეობა MEVLANA-ს პროგრამაში, რომელიც არაუჩვეულებრივი პროექტია სტუდენტებისთვის”, – გვიყვება კოკა. როგორც ხედავთ, საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, საჭირო პროგრამის მოძიებაა. კიდევ რა ეტაპების გადალახვა უწევს მას, ინტერვიუდან შეიტყობთ:

თურქეთში სწავლისა და ცხოვრებისთვის, დაახლოებით, რა თანხა გეხარჯება?

პროგრამა, რომლის საშუალებითაც მე გრანტი მოვიპოვე, ჩემს სწავლას, ცხოვრებასა და გართობას მთლიანად აფინანსებს. არც ისე მარტივი იყო გრანტის მოპოვება, მაგრამ კონკურენცია დავძლიე. სასტიპენდიო თანხაც, საკმარისია, რასაც ყოველთვიურად გვაძლევენ.

რამდენად კმაყოფილი ხარ სასწავლო გარემოთი? გაგიმართლდა მოლოდინი?

12278800_942773632469645_3815180783364031843_nძალიან მომწონს აქაური სიტუაცია, უზომოდ კარგი და კეთილშობილი ხალხია. სწავლის დონეც უმაღლესია, მაგრამ თავიდან, როგორც ყველას, მეც ძალიან გამიჭირდა საქართველოდან შორს ყოფნა და უცხო გარემოსთან შეგუება. მართალია, თურქეთი ახლოსაა, თუმცა, რადიკალურად განსხვავებული კულტურისა და შეხედულებების მქონეა მოსახლეობა. საქართველოდანაც მარტო ვარ, მაგრამ არიან სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ERASMUS+ პროგრამით და მათთან ერთად შეკრებასა და გართობას მაინც ვახერხებ, – ვაწყობთ საღამოებს, დავდივართ ლაშქრობებზე და სხვა.

მოგვიყევი შენს არჩევანზე, რას ფიქრობ, როგორი იქნები შენს პროფესიაში?

ჯერ კიდევ, ძალიან პატარას მქონდა გაცნობიერებული, რომ ექიმი უნდა გამოვსუიყავი. მას შემდეგ აზრი არ შემიცვლია და მაგ იმპრესიით შევედი სკოლაში, მაგ შემართებით დავამთავრე სოფელ ბრეთის საჯარო სკოლა და ახლაც, ასეთი ჟინით მინდა გავხდე ნეიროქირურგი.

რა მსგავსება-განსხვავებებს ხედავ თურქეთისა და საქართველოს სასწავლო მიდგომებში?

თურქეთში განათლების ძალიან მაღალი დონეა, თუმცა, ჩემი უნივერსტეტის მაგალითზე, მინდა ვთქვა, რომ არანაკლებ მაღალი დონეა თსსუ-ში. უბრალოდ, თურქეთში სწავლა იმიტომაა კარგი, რომ ძირითადი აქცენტი სწავლის პროცესში პრაქტიკაზე კეთდება. პრაქტიკა ექიმისთვის კი, დამეთანხმებით, უმთავრესია. ასევე, აქ გაქვს შანსი, ნახო ისეთი სამედიცინო შემთხვევები, რომლებიც მხოლოდ ილუსტრაციებზე გაქვს საქართველოში ნანახი. მხოლოდ ამ განსხვავებას ვხედავ ამ ორი ქვეყნის სასწავლო მიდგომებს შორის.

რას აპირებ სწავლის დასრულების შემდეგ? რა გეგმები გაქვს?

მეოთხე კურსს თურქეთში დავხურავ და ჩამოვალ საქართველოში, თუმცა, რეზიდენტურის გაგრძელებასაც თურქეთში ვაპირებ. ქართველ სტუდენტებს ვურჩევდი, რომ გონივრულად გამოიყენონ ის რესურსები, რასაც ნამდვილად გვაძლევს ჩვენი უნივერსიტეტი.

1918220_1001079873305687_5594430283246580150_n

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები