7 გრამატიკული ინტერნეტ რესურსი ESL სტუდენტებისთვის

სასარგებლო რჩევები

ახალი ენის შესწავლა არც ისე მარტივია, მით უმეტეს, თუ საქმე ისეთი რთული წესებისა და წინააღმდეგობების მქონე ენას ეხება, როგორიც ინგლისურია. მათაც კი, ვისთვისაც ინგლისური მშობლიიური ენაა, ხანდახან უჭირთ ყველა ნიუანსის სრულყოფილად დასწავლა. თუმცა, კარგი იმის თქმა შეიძლება, რომ არსებობს ძალიან ბევრი საჭირო უფასო ინტერნეტ რესურსი, რომელიც ინგლისური გრამატიკის სრულყოფილად ათვისებაში დაგეხმარებათ:

1. Purdue Online Writing Lab: – ეს არის არაჩვეულებრივი პრაქტიკული გრამატიკის საცავი, რომელიც მოიცავს წესებსა და შესწავლის საშუალებებს ყველა დონისთვის.

2. Dave’s ESL Cafe: ეს არის სიღრმისეული საიტი, სადაც ნახავთ კონკრეტულ გაკვეთილებს თანმიმდევრობით, თუ როგორი უნდა იყოს წინადადების სტრუქტურა, სიტყვის გამოყენება, სტილი და სხვა.

3. The English Learner Movie Guidesეს საიტი არაჩვეულებრივია ამერიკული კინოს მოყვალურებისთვის, რადგან აქ ნახავთ და განიხილავთ თქვენი საყვარელი ფილმებიდან ამოღებულ ფრაზებსა და იდიომებს. მსგავსი მიდგომები, ყოველთვის ამართლებს ენის შესწავლის პროცესში.

4. ESL Partyland: ამ საიტზე განთავსებულია ბევრი პრაქტიკული სავარჯიშო, რომელიც სტუდენტებს ეხმარება წერისა და კითხვის, სიტყვების დამახსოვრების პროცესში. იდეალური საშუალებაა, საკუთარი ცოდნის დონის გამოსაცდელად.

5. Breaking News Englishეს არის საიტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, შეისწავლოთ უშუალოდ ის გრამატიკული ფორმები და სტილი, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით იყენებენ ჟურნალისტები.

6. 5-Minute English: თავიდან დაწყებული ენის შესწავლის ენთუზიაზმი დროთა განმავლობაში უქრება სტუდენტს, მაგრამ სწორედ ეს საიტი დაგეხმარებათ, 5-წუთიანი გაკვეთილები ყოველდღიურობად აქციოთ ენის შესწავლის პროცესი, რაც უფრო მეტად გაგიმარტივებთ მიზანს.

7. English, Baby!: ეს მრავალმხრივი გამოყენების საიტია, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ, ჩამოტვირთოთ MP3 ფაილები, უსმინოთ და ასევე, შეასრულოთ ქვიზები.

იმედი გვაქვს, სულ ცოტათი მაინც დაგეხმარეთ 🙂

https://uploads.branded.me/56673fc42e1d93000c2ba7ad/image-0.5432090561282927

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები