ის, რომ სტუდენტი უნდა სწავლობდეს და ცდილობდეს, მაქსიმალური ცოდნა მიიღოს უნივერსიტეტში, – ცხადია. მაგრამ არსებობენ მოხერხებული სტუდენტები, რომლებსაც შეუძლიათ, ნაკლები მონდომებით იმავე შედეგზე გავიდნენ, რასაც ბეჯითი სტუდენტები აღწევენ. აბა, ვნახოთ, როგორია მოხერხებული სტუდენტი:
☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
⭕ ეცადე, შეძლო ყველას გამხიარულება ლექციაზე თუ მის გარეთ.
⭕ ეცადე, იყო დადებითი და არასოდეს აწყენინო არც სტუდენტებს, არც ლექტორებს.
⭕ დასვი კითხვები ლექციაზე, ეს დაგეხმარება, შეიქმნა აქტიური სტუდენტის იმიჯი.
⭕ აუცილებლად ჩაინიშნე შენთვის ახალი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
⭕ ხშირად მიმართე ლექტორს სასწავლო მასალიდან კონკრეტული საკითხის ასახსნელად.
⭕ არ შეიმჩნიო დაბალი ქულები.
⭕ იყავი ინფორმირებული საინტერესო ფაქტების შესახებ.
⭕ იყავი ის, რაც ხარ.