ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს სტიპენდიებს ქართველი სტუდენტებისთვის საზაფხულო უნივერსიტეტში მონაწილეობის მისაღებად.
საზაფხულო უნივერსიტეტები ჩატარდება შემდეგი მიმართულებებზე:
- ელექტრონული მმართველობა და უსაფრთხოება – 26 ივნისი – 9 ივლის – ტარტუ – ტალინი
- ესტონეთის ბიზნესგარემო და ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები – 10-23 ივლისი – ტალინი, ტარტუ.
- ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობა და ბალტიის რეგიონის უსაფრთხოება – 17-30 ივლისი – ტარტუ, პარნუ
- იური ლოტმანის კურსი კულტურის სემიოტიკა – 4-15 ივლისი – ტარტუ.
მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს (მე-2 კურსი და მეტი) საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან და სომხეთიდან.
☼ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
სტიპენდია ფარავს შემდეგ ხარჯებს:
- პროგრამაში მონაწილეობის საფასური
- ცხოვრება საერთო საცხოვრებელში + საუზმე
- მგზავრობა (180 ევროს ფარგლებში).
მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსოთ ონლაინაპლიკაცია რომელსაც თან უნდა დაურთოთ
- სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 900 სიტყვა), სადაც უნდა აღწეროთ როგორ უკავშირდება საზაფხულო უნივერსიტეტის პროგრამა თქვენ სპეციალობას და აქტივობებს. ასევე უნდა განმარტოთ როგორ აპირებთ მოღებული ცოდნის რეალიზებას და გამოყენებას მომავალში.
- CV
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურად) უმაღლესი სასწავლებლიდან
- პასპორტის ასლი.
დოკუმენტაცია უნდა დაასათაუროთ შემდეგი ფორმულირებით: გვარი_სამოტივაციო_წერილი; გვარი_CV და ა.შ.
სტიპენდიის მისაღებად დოკუმენტაციის გადაგზავნის ბოლო ვადაა 10 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.
ასევე გაეცანით:
ისრაელის მთავრობის დაფინანსებული სასწავლო პროგრამები
დაფინანსებსა სასწავლო პროგრამაზე პოლონეთში
სწავლა ავსტრიაში სრული დაფინანსებით
საზაფხულო სკოლა დაფინანსებით ბუდაპეშტში