დაფინანსება სასწავლო პროგრამაზე პოლონეთში

აქტუალური

ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტი გიწვევთ ახალი ამბების გაშუქების თემაზე საზაფხულო ინსტიტუტში მონაწილეობის მისაღებად.

პროექტი გაიმართება 10-17 ივლისს პოზნანში, პოლონეთი.

მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, ლექტორებს, მასწავლებლებს, ვისაც სურს გაიღრმაოს ცოდნა ახალი ამბების გაშუქების თემაზე.

პროგრამის ფარგლებში განიხილება თემები ახალი ამბების გაშუქების საკითხებზე. ორგანიზატორების  განმარტებით, თემა განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან 21-ე საუკუნეში ყველას აქვს ინფორმაციის გავრცელების საშუალება, თუმცა ხშირად ძნელია გაარკვიო მათ შორის რომელი შეესაბამება სიმართლეს. სასწავლო პროგრამის ფარგლებში ასევე ყურადღება მიექცევა კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას, თუ როგორ უნდა მოხდეს ინფორმაციის დაზუსტება, კრიტიკული შეკითხვების დასმა და ა.შ.

ლექციებს გაუძღვებიან ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტისა და სტონი ბრუკის უნივერსიტეტის პოლონელი და ამერიკელი ლექტორები.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მონაწილეებმა მოახდინონ ნასწავლის საკუთარ ქვეყანაში რეალიზება.

რაც შეეხება ხარჯებს, ორგანიზატორი მხარე აფინანსებს საცხოვრებლის, კვების (საუზმე,ლანჩი) და სასწავლო მასალის საფასურს. მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯები თავად მონაწილემ უნდა დაფაროს.

პროგრამაში მონაწილეობისათვის თქვენი CV, შევსებული აპლიკაცია და პასპორტის დასკანერებული ვერსია უნდა გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე newsliteracywnpid@gmail.com

შერჩევა ხდება ორ ეტაპად:

  • დოკუმენტების გადარჩევა
  • გასაუბრება სკაიპით.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

გარდა ამისა შესაძლებელია სრული დაფინანსების მოპოვებაც erasmus alumni პროგრამის ფარგლებში.

აღნიშნული პროგრამა ფარავს შემდეგ ხარჯებს: მგზავრობა, საცხოვრებელი, სწავლა და კვება.

დაფინანსების მისაღებად მონაწილემ უნდა გაიაროს შემდეგი ეტაპები:

  1. მონაწილემ უნდა გაგზავნოს შევსებული აპლიკაცია, სამოტივაციო წერილი, პასპორტის დასკანერებული ვერსია და CV შემდეგ მისამართზე newsliteracywnpid@gmail.com;
  2. დოკუმენტების გაგზავნის შემდეგ შერჩეულ მონაწილეებს დაეგზავნებათ ანკეტა-კითხვარი ერასმუს მუნდუსის პროგრამაში მონაწიელეობის გამოცდილების შესახებ;
  3. ბოლო ეტაპია Skype ინტერვიუ.

პროგრამაში მონაწილეობისთვის მონაცემების გაგზავნა შესაძლებელია 4 აპრილამდე.

დეტალები პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.

ასევე გაეცანით:

სწავლა ავსტრიაში სრული დაფინანსებით

საზაფხულო სკოლა დაფინანსებით ბუდაპეშტში

ლატვიის მთავრობის დაფინანსებული საზაფხულო სკოლები ქართველი სტუდენტებისთვის

დაფინანსება ქართველ სტუდენტებს ლატვიაში სასწავლებლად

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები