სტუდენტებთან შესახვედრად და სოლიდარობის გამოსახატად სტუდენტების რამდენიმე წუთის წინ იმყოფებოდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ბერძენიშვილი, რომელმაც სტუდენტებს მიმართა:
“აქ ვიცავდი მეც, სტუდენტობის დროს, უნივერსიტეტის ღირსებას. აქედან წამიყვანეს საბჭოთა დროს და დამაპატიმრეს. კარგია, რომ აქ ხართ და მორიგეობთ უნივერსიტეტის ღირსებისთვის. სწორედ ჩვენ, პარლამენტმა მივიღეთ კანონი, რომ ოდეერი აქედან გაგეპანღურბინათ. ჩვენ ჩვენსას ვშვრებით. დიდი მადლობა თქვენ, რასაც აკეთებთ. მე რომ სტუდენტი ვიყავი, ვინმე რომ მოსულიყო და სოლიდარობა გამოეცხადებინა უფროსი თაობიდან, ძალიან გამიხარდებოდა”, – უთხრა ბერძენიშვილმა სტუდენტებს.
დავით ბერძენიშვილის სტუდეტებთან საუბარს უკმაყოფილება მოჰყვა თსუ-ის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელში. მისი განცხადებით, არ სურდა, რაიმე პოლიტიკური კონტექსტი ჰქონოდა ბერძენიშვილის სტუდენტრბთან შეხვედრას. რაზეც ბერძენიშვილმა უპასუხა, რომ ეს იყო მხოლოდ სოლიდარობის გამოხატვა.
სტუდენტები მაქსიმალურად გამორციხავენ და ემიჯნებიან ამ პროცესების მიწებებას რომელომე პოლიტიკური პარტიისადმი: – “ჩვენი აქცია და პროტესტი მაქსიმალურად დაცლილია პოლიტიკური ინტერესთა ჯგიფებისა და პარტიებისგან”. – აღნიშნა სტუდენტმა სანდრო ტაბატაძემ.
სტუდენტები თსუ-ის პირველი კორპუსის შენობაში არიან და კვლავ მოითხოვენ, გიორგი გაფრინაშვილის კანდიდატურის მოხსნას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობიდან.
ავტორი: ქეთი გიგოლაშვილი