თსუ-ის ოურიდიული ფაკულტეტის დეკანის ირაკლი ბურდულის განცხადებით, ადმინიტრაციის ხელძღვანელის პოსტზე სენატის კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში დიდი ხანია მუშაობს და იგი პერსპექტიული ახალგაზრდაა:
☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
“გიორგი გაფრინდაშვილი არის პერსპექტიული, იგი არის დოქტორი და შესაბამისად, ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ამოვედით იქიდან რომ კანცლერი, ჩვენი აზრით, უნდა ყოფილიყო შიდა საუნივერსიტეტო საზოგადოებიდან. დღეს არის არჩევნები. სენატს უნდა მიეცეს კანონის ფარგლებში თავისუფლება და სენატის წევრებმა უნდა მიიღონ თავისუფლად, ყოველგვარი ზეგავლენისგან ხსნილი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ირაკლი ბურდულმა.
ირაკლი ბურდული, დღეს ასევე გამოეხმაურა ვლადიმერ პაპავას განცხადებას ე.წ ოდეერის სამსახურის თანამშრომლის უნივერსიტეტში მუშაობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თუ რექტორმა ამის შესახებ იცოდა ამ დრომდე უნდა მოეხდინა რეაგირება:
“ოდეერი რა არის არ ვიცი. საბჭოთა სიტყვაა და არ ვიცი. ვენდობი სახელმწიფოს და მათ მიერ მოწოდებულ ოფიციალურ ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც ის პიროვნება, რომელზეცაა საუბარი, არ ფიქსირდება ორგანოების თანამშრომლად და იგი არის უნივერსიტეტის თანამშრომელი, ადრინდელი კანცლერის თანაშემწე. თუკი, იგი ოდეერის თანამშრომელი იყო, რატომ გაუფორმდა მას ხელშეკრულება, თუ რექტორმა იცოდა ამის შესახებ, 2013 წლიდან სადაა რექტორი აქამდე? ახლა გაგვახსენდა, რომ ე.წ. ოდეერის თანამშრომელი გვყავს? ესაა რბილად რომ ვთქვათ – სისულე”, – აღნიშნა ბურდულმა.
სტუდენტების ერთი ნაწილი კი, გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას აპროტესტებს და აცხადებს, რომ იგი სტუდენტების სასიკეთოდ არაფერს აკეთებდა მაშინაც კი, როცა თვითმმართველობის წევრი იყო. მათი თქმით, ოდეერის წამომადგენელი უნივერსიტეტში არის გიორგი გაფრინდაშვილის კურსელი და მეგობარი:
“ადამიანი რომელიც წლების განმავლობაში იყო იმ თვითმმართველობის წევრი, რომელიც სტუდენტებს სცემდა და მათ სასიკეთოდ არაფერს აკეთებდა, ჩვენ ვითხოვთ რომ სენატმა არ მისცეს ხმა გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატირას, რადგან ამით ისინი ხელს მოაწერენ სტუდენტთა შორის დაპირისპირებას. სტუდენტების აკადემირ საბჭოსთან შეხვედრის დროს, პაპავამ ისაუბრა უნივერსიტეტში ოდეერის სამსახურის შესახებ, რომლის წევრი ივა კავსაძე არის გიორგი გაფრინდაშვილის კურსელი და მეგობარი”, – აცხადებს გიორგი ჯავახაძე studinfo.ge-სთან საუბრისას.
სენატის არჩევნები თსუ-იში 5 საათზეა დაგეგმილი. სტუდენტებს კი, 4 საათისთვის მორიგი აქცია აქვთ დაგეგმილი.
ავტორი: ქეთი გიგოლაშვილი
იხილეთ ასევე: თსუ-ის პროფესორების ჯგუფი მიმართვას ავრცელებს
ირაკლი კუპრაძე: ეს არის ზეწოლა ყველა ჩვენგანზე, გვირტყამენ იქ სადაც ყველაზე მეტად გვტკივა