ირაკლი კუპრაძე: ეს არის ზეწოლა ყველა ჩვენგანზე, გვირტყამენ იქ სადაც ყველაზე მეტად გვტკივა

სტუდენტური ცხოვრება

თსუ-იში 7 მარტს გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი სტუდენტი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ მის საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, ძალოვანი უწყებების ორი თანამშრომელი მივიდა და მისი და მისი ოჯახის წევრების შესახებ “ყველა ტიპის” ინფორმაცია მოითხოვა. გთავაზობთ კუპრაძის facebook სტატუსს უცვლელად:

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

უკვე მეორე კვირაა ჩართული ვართ უნივერსიტეტში მიუღებელი, სტუდენტებზე მოძალადეების მფარველი, თვითმმართველობის ყოფილი ერთ-ერთი თავმჯდომარის გიორგი გაფრინდაშვილის კანცლერად არჩევის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის პარალელურად სახელი გვარებით ვამხილეთ უშიშროების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც უხეშად ერევიან საუნიევრსიტეტო შიდა საქმეებში და კანცლერის არჩევნებში (უნივერსიტეტში ჩანერგილი უშიშროების თანამშრომელი ივა კავსაძე გიორგი გაფრინდაშვილის ჯგუფელი და მეგობარია. უნივერსიტეტის მაღალი თანამდებობის პირები დაშინებულები არიან და მხოლოდ პირად საუბრებში ამბობენ, რომ ივა კავსაძე 2012 წელს დაკავებული იქნა საბაჟოზე გლობალTV-ის აპარატურის შემოტანისას, როცა მან აპარატურა გამიზნულად დააზიანა. ამის შემდეგ ის თსუ-ში აღმოჩნდა ,,ოდეერად”). ეს ყველაფერი კამერების წინაშე კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ დაადასტურა უნივერსიტეტის რექტორმა. დღეს გამოქვეყნებული კადრების მიხედვით დამტკიცდა, რომ მე და ლევან ლორთქიფანიძეს გვითვალთვალებენ კიდეც, ტელეფონის მოსმენაზე ხო საუბარიც ზედმეტია.

რამდენიმე დღის წინ კი, ბათუმში სადაც ჩემი ოჯახი: დედა, ბებია და პატარა და ცხოვრობს ორჯერ მივიდა ორი უშიშროების/პოლიციის (უფორმოდ იყვნენ) სამსახურის თანამშრომელები, რომლებიც პიკაპის ჯიპით იყვნენ და პირადად მე მომიკითხეს, მოითხოვეს დედაჩემისბგან ყველა ტიპის ინფორმაცია ჩემზე და ოჯახის სხვა წევრებზე, ისე რომ არაფერი არ აუხსნიათ რა ხდებოდა… დედაჩემი იმდენად შეშინდა და დაიბნა, რომ სახელი გვარებიც კი ვერ ჰკითხა და ვერც მანქანის ნომერი დაიმახსოვრა, რომ შემდეგ გამომერკვია ყველაფერი. ვისაც შესაძლებლობა გაქვთ ძალიან გთხოვთ ეგებ გამორკვევაში დამეხმაროთ ვინ იყვნენ და რა უნდოდათ.
დღემდე დედაჩემი მირეკავს ლამის ყოველ ნახევარ საათში ანერვიულებული მთხოვს ნურაფერში ნუ ერევი, გაჩერდიო.
უკვე დღეს, ჩემი მეგობრის ლევანის ოჯახზეც დაიწყეს ცილისწამების საჯაროდ ქსელში გავრცელება, ამ დროს არ მაქვს უფლება რომ ჩუმად ვიყო.

ეს არის ზეწოლა ყველა ჩვენგანზე, გვირტყამენ იქ სადაც ყველაზე მეტად გვტკივა და რაც ყველაზე მეტად ძვირფასია. ჩემთვის ეს ოჯახია.

ჰოდა, მინდა გითხრათ ყველას ვისაც რაიმე წვლილი მიგიძღვით ამ ყველაფერში, მშობლებზე-ოჯახებზე მოგონილი ჭორებით და ფეიქი აქაუნთებით მისი გავრცელებაში. ძალოვნების სახლში მისვლა და ამით ერთგვარი დაშინება ოჯახის წევრებისა, რომლებთან ერთად არც კი ვცხოვრობ მეოთხე წელია არის ლაჩრობა და ყველაზე დიდი სიმდაბლე.

დედაჩემს საჯაროდ ვთხოვ პატიებას, რომ მაინც მომიწია ამ ყველაფრის თქმა და ჩემ გამო ნერვიულობა უწევს, თუმცა ვიცი ჩემზე და ბევრზე მებრძოლი ქალია და ყველაზე მეტად გამიგებს და გამამხნევებს

ლაჩრებო თქვენ კიდევ მრავლობითში მოგმართავთ…

,,დოქსოპულოებო თქვენ დედა გყაავთ ?” – წერს ირაკლი კუპრაძე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები